პრაღა, მუზეუმი ღია ცის ქვეშ - რა მოვინახულოთ ერთ დღეში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, უძველესი და რომანტიული პრაღა, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. იგი ცნობილია როგორც "ღია ცის ქვეშ მუზეუმი". ქვით მოკირწყლულ გზებზე სეირნობისას  ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ, თითქოს დრო ჩერდება. ეს არის მუსიკით, ხელოვნებითა და ლიტერატურით სავსე ადგილი. ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა: „როდესაც მე ვეძებდი სიტყვას მუსიკის გამოსახატავად, ვიპოვე ვენა; როცა სიტყვას ვეძებდი საიდუმლოს გამოსახატავად, მხოლოდ პრაღა მოვიდა თავში“. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ თქვა: "პრაღა არის ყველაზე ლამაზი ძვირფასი ქვა მსოფლიოში...". ეს არის ფრანც კაფკას დაბადების ადგილი და სადაც მილან კუნდერამ დაწერა "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე". ქალაქის შესასწავლად საუკეთესო გზა სიარულია, სრულიად უფასოდ, ღია ცის ქვეშ შეგიძლიათ ყველა კუთხეში დატკბეთ მისი სილამაზით და მისტიურობით.

„ვერსია“ გიზიარებთ 7 ღირშესანიშნავ ადგილს, რომელიც პრაღაში 1 დღეში შეგიძლიათ მოინახულოთ.

ჩარლზის ხიდი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ძველი ხიდი, განსაკუთრებით ცნობილია თავისი მრავალი და ლამაზი ქანდაკებით. (თვალწარმტაცია მზის ჩასვლის შემდეგ). მე-14 საუკუნის ხიდზე  გასეირნება პრაღის მონახულების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამოცდილებაა. ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა 1357 წელს, ჩარლზ IV-ის მიერ.

მექანიკური/ასტრონომიული საათი

ქალაქის მოედანზე ყოფნისას, ეწვიეთ ძველი მერიის შენობას, რათა უყუროთ პრაღის ერთ-ერთი სიამაყის, მექანიკური საათის სპექტაკლს.  იგი აშენდა მეთხუთმეტე საუკუნეში და მიუხედავად იმისა, რომ დაზიანდა და გარემონტდა მიჩნეულია, როგორც საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების მექანიკური საათი მსოფლიოში.

პრაღის ციხე

პრაღის ციხე ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია,  ყველაზე დიდი და უძველესი ციხე-კომპლექსია მსოფლიოში. იგი  მდინარე ვლტავას თავზე დგას და ქალაქის გულს გადაჰყურებს. ციხის კედლებში მოქცეულია პრაღის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, მათ შორის წმინდა ვიტუსის ტაძარი, წმინდა გიორგის ბაზილიკა, ფხვნილის კოშკი, ძველი სამეფო სასახლე და ოქროს შესახვევი. ციხის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, თუმცა, მასში განთავსებული ტაძრების და სანახაობების დათვალიერება ფასიანი.  

წმინდა ვიტუსის ტაძარი

წმინდა ვიტუსის ტაძარი ციხის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. რომაული კათოლიკური წმინდა ვიტუსის ტაძარი ჩეხეთის რესპუბლიკის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ეკლესიაა. აშენდა 1344 წელს და დასრულებას 525 წელზე მეტი დასჭირდა, რის შედეგადაც შერწყმულია თანამედროვე ნეო-გოთიკური და მე-14 საუკუნის გოთური სტილი, ბაროკოსა და რენესანსის გავლენებთან ერთად. ინტერიერში წარმოდგენილია განსაცვიფრებელი ვიტრაჟები წმინდა სამების გამოსახულებით, 1370 წლის მოზაიკა (უკანასკნელი სასამართლო) და წმინდა ვენცლასის სამლოცველო (Svatovaclavska kaple) თავისი სანახაობრივი სამკაულებით, მორთული საკურთხეველით და 1300-ზე მეტი ძვირფასი ქვით. სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ დაესწრონ ტაძრის წირვას.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

თვალწარმტაც პატარა კვარტლის მოედანზე, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე დგას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. აშენდა მე-18 საუკუნეში, ის  ბაროკოს შესანიშნავი ნიმუშია და გამოირჩევა თავისი ბრწყინვალე ინტერიერით მე-19 საუკუნის უნიკალური ჭაღით, ასევე, ჩეხი მხატვრის კარელ სკრეტას დიდი ბაროკოს ნახატებით, რომლებიც ამშვენებს უზარმაზარ გუმბათს. ეკლესიას  აქვს სამრეკლო, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები ძველ ქალაქზე.

სტრახოვის მონასტერი და ბიბლიოთეკა

სტრახოვის მონასტერი და ბიბლიოთეკა თარიღდება მე-12 საუკუნით. მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებული შთამბეჭდავი კარიბჭე და ეკლესიები გასაოცარია, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა, ორი ლამაზად მორთული ბაროკოს ბიბლიოთეკაა. ფილოსოფიური ბიბლიოთეკა შეიცავს მრავალფეროვან, არაჩვეულებრივ ავეჯს, ფრანც ანტონ მაულბერჩის მიერ დახატულ დახვეწილ ჭერს სახელწოდებით: "განმანათლებლობა". მეორე, სასულიერო ბიბლიოთეკა, შედგება ბრწყინვალე ბაროკოს ოთახისგან, სტრაჰოვის ბერი სიარდ ნოსეკის ლამაზი მორთული ჭერით, შესანიშნავ ფრესკებთან ერთად. ბიბლიოთეკები შეიცავს უამრავ იშვიათ ძველ ტომს და ხელნაწერს, მათ შორის IX საუკუნის ცნობილ სტრახოვის სახარებას, ხოლო სარდაფებში არის ძველი სტამბები. აღსანიშნავია მონასტრები, რომლებშიც დაცულია რელიგიური ხელოვნების კოლექცია და საგანძური, ასევე სტრახოვის მომხიბლავი  კაბინეტი.

მოცეკვავე სახლი

მოცეკვავე სახლი  ან ”ფრედი და ჯინჯერი”  1997 წელს ააგეს, პრაღის ცენტრში მდინარე ვლავას სანაპიროზე, ჩეხი სცენარისტისა და ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სახლის გვერდით. მეტსახელი ’’ფრედი და ჯინჯერი’’ მომდინარეობს ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსისგან, ვინაიდან შენობა მოცეკვავე წყვილს ჰგავს და საკმაოდ გამოირჩევა გვერდით მდგომი ნეო-ბაროკოს, ნეო-გოთიკისა და არტ-ნუვოს სტილის შენობებისგან, რომლითაც პრაღა განთქმულია, თუმცა, ეს შენობა მათთან კონფლიქტში არ მოდის. შენობის სახურავზე განთქმული ფრანგული რესტორანია, საიდანაც შესანიშნავი ხედებით იშლება.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი