მთვრალი მძღოლი აიფონმა პოლიციაში „ჩაუშვა“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთვრალი მძღოლი სამართალდამცავებთან საკუთარმა ტელეფონმა „ჩაუშვა“. ახალ ზელანდიაში, 46 წლის მამაკაცი ღამით ავტომობილით გადაადგილდებოდა და ის ხეს შეეჯახა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, iPhone-14-მა თავად დარეკა პოლიციაში. მძღოლმა დისპეტჩერს განუცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა ცხელ ხაზზე იეჭვეს და შემთხვევის ადგილზე პატრული გაგზავნეს. იქ მისულმა ოფიცრებმა კი მაშინვე შენიშნეს, რომ მძღოლი მთვრალი იყო. აღსანიშნავია, რომ ავარიის აღმოჩენის სისტემა Apple-ს სმარტფონებში iPhone-14-ის გამოსვლისას გაჩნდა. ფუნქცია სავტომობილო ავარიის განსაზღვრისთვის გადამცემებსა და ალგორითმებს იყენებს.