Menu
RSS

მირზა სუბელიანმა, ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, გლდანის ციხეში თვითმკვლელობა სცადა?!

„საპყრობილის ტერაბაიტების“ ანატომია

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ანუ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-მა ე.წ. გლდანის ციხეში ჩაწერილი საუბარი გაასაჯაროვა, ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა სუიციდის მცდელობა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დროულად იქნა აღკვეთილი. „მოცემულ ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა 15 ოქტომბერს, საღამოსვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. ღამის განმავლობაში, პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო 16 ოქტომბერს, დილით, მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა'', _ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 16 ოქტომბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და საგამოძიებო უწყებამ, მირზა სუბელიანსა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მიმდინარე წლის 6 ივლისს გამართული საუბრის აუდიჩანაწერი გაავრცელა, რაც იმის არაპირდაპირი დემონსტრირება იყო, რომ ,,რუსთავი 2''-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში მოთხრობილი ამბები მირზა სუბელიანმა მოიგონა. 

,,იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძისა და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე, მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით, ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე. ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში,'' _ აღნიშნეს მთავარ პროკურატურაში. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულ სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიება, ცრუ ინფორმაციის გავრცელების საბაბითაც დაიწყოს. 

14 ოქტომბერსვე, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს: 

,,გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 

საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განსაჯაროების მუქარით, მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. 

გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები. 

დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ, შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. 

იმავდროულად, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას, მათი შემდგომი გავრცელების მიზნით.'' 

,,ვერსია'' მიმდინარე მოვლენებზე შეფასებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ,,რუსთავი 2''-სა და მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული საუბრების ტექსტურ ვერსიებს აქვეყნებს. სხვათა შორის პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, სხვა ადამიანებთან საუბრის ჩანაწერებიც არსებობს. თუ ასეა, მაშინ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებასაც უნდა ველოდოთ. 

,,რუსთავი 2''-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი 

,,რუსთავი 2''-ის მიერ, 14 ოქტომბერს გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. ტელეკომპანიის ცნობით, საუბარი თითქმის საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში _ ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი, ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. 

ჩანაწერში სუბელიანი პირდაპირ ასახელებს რამდენიმე ხმაურიან საქმეს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად იყო ჩართული და ამბობს, რომ შენახული, ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ,,ოცნების'' უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე: 

მირზა სუბელიანი: _ შენ ძალიან კარგად იცი, რო მე რო რაღაცა მეკადრა, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, მე რო რაღაცა მეკადრა არასწორი, ვინ არი ბიჭო, ოქუაშვილი კი არა, ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები, ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები, ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი, რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს, ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო, რუსთაველი გამოვა და ,,ოცნება'' აღარ იქნებით, დამიჯერე. პროსტა, კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ. 

მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო, ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ, რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა, პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო. 

...იმ კაცთან მიდის საუბარი, რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. 

დავით ცუხიშვილი: _ პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში. 

მირზა სუბელიანი: _ ორ შვილს ვფიცავარ, მანქანებიდან ვაბრუნებდი ქალაქის პროკურორის მოადგილეს და მაშინ არ დამიზღვევია თავი და ახლა ვიზღვევ, თურმე, ამ ყლეობაზე. იმიტომაც ვთხოვე სოზარის ამ ბიჭებზე დასაქმებულები იყვნენ, ამ სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რო კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ...ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ მოვუყვები ეხლა იმას ყველაფერს. 

მირზა სუბელიანი: _ არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები, რაც გვაქ ჩვენ შესრულებული, დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო, ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ. 

დავით ცუხიშვილი: _ ექვსი თვე მელოდებოდნენ სანამ ამერიკიდან ჩამოვიდოდი, რო ამ საქმეზე დავეკითხე. 

მირზა სუბელიანი: _ და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი, რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი, რო სოზარის დავალებაა-მეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული, მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ, ვერანაირად ვერ ხსნი, გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს

მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ მე ვუთხარი 192 მესიჯი აქვს შაყულაშვილს-თქო. გადაზღვეული აქ გერმანიაში-თქო. 

მირზა სუბელიანი: _ მარტო ეს არა. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ გადაზღვეული აქვს ყველას თავისი თავი-თქო, კაცურად იქცევა და ნუ გადავა ზღვარს ნურავინ-თქო, რა. 

მირზა სუბელიანი: _ და გადადიან ზღვარს და. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ მე რო მესიჯი გავაგზავნე პრობლემაა, ატყდა უცებ ერთი ამბავი, რა ხდებაო. თავს იძვრენს, რო ერთი წლის მერე... 

მირზა სუბელიანი: _ გავიგე, მარა ერთი წლის მერე, მაგას დედას მო...ნავ. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ისე, ერთი რა თქვა გახარიამ, შაყულაშვლი მაგისი ძმაკაცი იყო, ჩემი ძმაკაცი კი არაო. 

მირზა სუბელიანი: _ ძმაკაცი არა... 

მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი, მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი, რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი, რა. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ შენ უნდა იყო ქვაზე მაგარი, ვიტამინები მიიღე და თავს მიხედე. 

მირზა სუბელიანი: _ ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო, რას ვიღებ ბოლოს, ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ, რო იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა, ბოზიშვილი ვიყო, მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები, ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა, არც დაკლება მინდა, ვიჯდები, ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ, შეიძლება სასწაულები ჩავიდინო. 

რა უთხარი, იცი, გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე, ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე, შორიდან იცნობდნენ ესენი-თქო? კარგი-თქო, მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებული-თქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თავი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალ წლამდე დამიყენონ განაჩენი. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ესენი... არჩევნების პერიოდია; 

ირზა სუბელიანი: _ არა... არჩევნები მერე, იციან. 15 ნოემბერს მაქვს პროცესი. მანამდე არც მაქვს. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ამიტომ ვფიქრობ მაინც, რომ... ერთი წელი თუ მიუსაჯეს, ჩემი აზრია. 

მირზა სუბელიანი: _ ერთი წელი რატომ? ჯარიმა რატომ არა, ან ვაბშე, რატომ ვარ პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლეები გაგიჟებულები არიან. 

მირზა სუბელიანი: _ ...გაგიჟდნენ კინაღამ, სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო... 

რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ეხლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო, ისევ თავიდან, ეს უტვინოები, აი მაგათი დალაგებული, დარწმუნებული ვარ, ძმაო, მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის კიდე... ვალშია ძმაო, ეგრეც ხო არ არი, ძმაო. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ოთარი ვინ არი? 

მირზა სუბელიანი: _ ფარცხალაძე არ არი ვალში?! 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ამ წუთში, ოთარი რა შუაშია? 

მირზა სუბელიანი: _ არა? ეგ მართავს, ძმაო პროკურატურას, აბა მე ვმართავ?! არ არი ვალში, ვის უფრო მეტი აქ ოთარისთვის გაკეთებული, შაყულას თუ მე, რაღა ვიბაზრო მეტი, არ მინდა არაფერი, ესე უთხარი, გაგიჟებულია-თქო, მიმისაჯეთ, დამანებეთ თქვი-თქო, კაცი იძახის-თქო, პირობითს გამომაყოლებენ კიდე ერთი წელი და ვიყიდი იმ პირობითს და ეგ იქნება. 

...კაკავამ იცის, მარა იმათ არ იციან, შეიძლება ეს აუხსნის იმათ მთელ კოზირებს რო წავიდნენ. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ კაკავა ხო თავიდან იქ იჯდა? 

მირზა სუბელიანი: _ იქ იჯდა, მარა შტერი არ არის, რო წამოცდეს. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ მაგი მინისტრის მოადგილე არაა? 

მირზა სუბელიანი: _ ხო. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ რა დარგით? 

მირზა სუბელიანი: _ -ეკონომიკურის განხრით და იმან უთხრა გასვლის დროს, პროსტა მიხედეთ ამ საქმესო, მეტი იმას სიტყვა არ უთქვამს, მეტი პრივილეგია და უფლებამოსილება მაგისთვის არავის არ მიუნიჭებია, ძმაო. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ამაზე რა მითხრეს იცი, თუ რაიმე განსაკუთრებული თემა იქნებოდაო, კაკავა ყოველ დღე ვერ ივლიდა დათოსთანო. 

მირზა სუბელიანი: _ ხო, ბიტავუხაზე, პროცესს არ უნდა გაკარებოდა. მარტო ფინანსურად ძმაო, კაკავას ფინანსურად დაავალა, მაგის თვალწინ. 

იმან დაავალა, მილიონი თემა აქვს ძმაო, ის ვიცე-პრემიერია, მინისტრია, ის გეუბნება მე ხო გავალებდი, მარა ქვევით უკვე პ...ჭები ყავს, მაგიტომაც გეუბნები მაგის მოადგილეებს კი არ უნდა ელაპარაკო, მაგას უნდა ელაპარაკო. 

ის მძ..ნერი მე გავწმინდე და იცოდა იმ ჩვენმა ძმამ, რო ამ მ..ნერის გამო მე რა მომივიდოდა, მე ვუთხარი პრიკუპში მე მომაყოლებენ და დედას მომ..ნავენ, მომ..ნეს კიდეც, რატო ვზივარ? იმიტო ვზივარ, რო... იცი რატომაც. იქ უნდოდათ გასვლა ამ დედა მო..ულებს, კაი, პირველი დარტყმა ავიტანე, პირველ დღეს ჩვენ ძმასთან რო მივედი, ჩვენი ძმა რო მივიდა, მე არ დავიწყე, შაყულაშვილი... მთელი კარტბლანში ვინ დაუდო, თქვი ძმაო, აქ არიან, ჯანაშია აქ არის, ჩემი ქვისლი აქ არის, ბავშვები იქ არიან, სასწრაფოდ ოპერატიული ჯგუფი გავუშვი, ყ..ეზე დაიკიდეს ძმაო. მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ, ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი, ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს, მერე საქმე რო უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქ ნარბენი და დავულაგეთ საქმე, გამოსავალი მითხარიო, იმან რო მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავ-მეთქი რა, იმიტო რო სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე. კაცურად მითხარი, ზეწოლა იყო შენზე და ხან ვის გიგზავნიდნენ და ხან ვის, რამდენჯერ გადაგიხვევია როდისმე? შენ წახვიდოდი ამ ნაბიჯზე? კაცურად მითხარი. არ წახვიდოდი, იმიტო რო პოლიტიკოსი ხარ, მაგრამ მე ძმაო პაგონები მაქ და ღირსება მაქ, წავედი ამაზე, რაზეა ლაპარაკი, უნდა სახელმწიფოს? ენაცვალოს ჩემი თავი და პატიმარ კაცს კიდე, ციხეში ვზივარ. და თავებს მიმარხავენ, მოდი, შაყულა გადავარჩინოთ, იქ პეტრე გადავარჩინოთ. ეგრე არ გამოდის. თუ გგონია, ჩვენ გიოზე უკეთესად ვიჯდე ძმაო, ბოზიშვილი ვიყო, არ ვზივარ, ძმაო. მაგათმა იციან, რო მე ღირსება მაქ და იციან, რო არც პრესაში წავალ და არც არსად, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ასე მოქცევა ბიჭო, რა დავაშავე მითხარი, ძმაო, რა შექმენით, რა შექმენით მითხარი, მითხარი ძმობას გაფიცებ, შენ გგონია, ეს საქმე ესე ჩაივლის? შენ გგონია, ეს საქმე არ აფეთქდება. 

ოხ, მე... არ ვყოფილიყავი, მე, ბო..შვილი ვიყო, ამას არ დავთანხმდებოდი. ჩემ შვილებს გეფიცები, თუ 50 კაცი მყავდეს... 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ მეც არ მჯერა, რომ ეს კარგი იქნებოდა.. 

მირზა სუბელიანი: _ იქნებოდა. ჩემი 50 კაცი მაგათ ბრდღვნად... ვერ ბედავდნენ ახლოს ჩვენთან მოსვლას. ერთი კვირა... და ვერ ბედავდნენ ახლოს მოსვლას. იმიტომ, რომ იცოდნენ, რაც მოყვებოდა. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ რომელს აქვს მაგის ტ..აკი? 

მირზა სუბელიანი: _ რომელ სახელმწიფოზე მელაპარაკები. რაზე მელაპარაკები ბო..იშვილი ვიყო. მითხარი, ძმაო, ერთი დამისახელე, რაში ვარ ჩაჭრილი. 

ვისაც ხელი დავაფარე, ისინი ორივე მაგრად არიან, ერთიც ფულში მაგრადაა და მეორეც ფულში მაგრადაა. მე რა ჩემი ყ..ე წავიღე, არაფერი არ წამიღია. 

კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ძირი საქმე რა დაენგრევა? 

მირზა სუბელიანი: _ ძირი საქმე, მკვლელობის საქმე, ტ..კის თამაშს თავი დაანებონ. 

ამათ იცი, რისი ეშინიათ, რო ამის თემა, კაკავას... ამის თემა დახურონ, რო მერე სამომავლოდ ვიღაცამ არ ამოქექოს. 

მე შენ გახსოვს, რო გითხარი, მაგარ ცუდ საქმეს მოკიდე ხელი-მეთქი. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ვიცი, ვნანობ, მარა მე სხვა გზა არ მქონდა იმიტო, რო ცუდ რაღაცაში ერეოდი. 

მირზა სუბელიანი: _ გავიგე, მარა გაიწია სოზარი, სოზარის ცრემლები მოდიოდა და გაიწია, ის ჩვენზე მეტად დარდობს, მიხვდა და გაიწია, შენ მაგარ ცუდ საქმეში ჩაერიე დამიჯერე რა, შენ თუ გგონია, მირზა გამოვიდეს და ,,რუსთავი 2''-ში დაჯდეს და... 

დავით ცუხიშვილი: ოქუაშვილივით. 

მირზა სუბელიანი: _ ერთს ღმერთს ვთხოვ, რო შაყულაშვილი იყოს ნორმალურად ჩემს გამოსვლამდე. კაცურად გეტყვი, რა, გოგა ხაინდრავას ვენაცვალე ყვ..ებში, კაცი ორჯერ მყავს ნანახი, სადაც გამოდის, კარგის მეტს არაფერს არ ლაპარაკობს, ნუთუ ის არ დავიმსახურე, რო ელემენტარულად ეთქვა, რო არ არის ეს ის კაცი. პოლიტიკოსებს ენები რო აქვთ გადმოგდებული, აჩიკოს ეთქვა ორი სიტყვა, მაგის ძმას ძ..ერს რო ვწმინდავდი და სოზარი რო მეუბნებოდა, ნუ გავაფუჭებთ და ბავშვია და აბა, მირზა მიხედე, ყველა ყ..ები რო ყავდა და ყველა მ..ერში რო მე მაყოფინებდნენ თავს, ყველა მე გადამკიდეს და დამაჯახეს, მე ექვს საქმეზე დამკითხეს და არსად სოზარი არ მიხსენებია, ერთი ინფორმაცია მიმიცია ვინმესთვის. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი 

საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის მიერ გავრცელებული საუბრის ავთენტურობა ეჭქვეშ არ დაუყენებია. გლდანის ციხეში სუბელიანთან შეხვედრა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემაც დაადასტურა და დასძინა, რომ მას რამდენჯერმე შეხვდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სუბელიანსა და ჯაფარიძეს შორის ერთ-ერთი შეხვედრა, მიმდინარე წლის 6 ივლისს შედგა. 16 ოქტომბერს, მთავარმა პროკურატურამ, სწორედ ამ შეხვედრის დამადასტურებელი საუბარი გაავრცელა: 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ რას შვები, მითხრეს, რომ კვებაზე გაქვს პრობლემები... რა ხდება, ცუდი საჭმელია? 

მირზა სუბელიანი: _ რა უნდა იყოს ციხის საჭმელი... ჩვეულებრივი ბალანდაა... აღარ შემიძლია, რაც მინდა, არაფერი მოაქვთ, მიზღუდავენ ისედაც, რა... დაჩკებსაც ნორმალურად არ უშვებენ... სწორია ეს.. უკვე ნერვები აღარ მაქვს.. კაცი ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ დამოკიდებულებაა, რა მიდგომაა... სპეციალურად აკეთებენ, ამდენი წელი ვემსახურე ამათ და რა მივიღე.. ნორმალურად არც მივლიან... 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ თუ რამე პრობლემაა, მითხარი და როგორც წესია, ისე მოგხედავენ. 

მირზა სუბელიანი: _ კაი რა, ბოლომდე მწირავენ... ვერ ხედავ? უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვზე... კალანდიაზე უნდათ გასვლა... ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ, რას აკეთებენ? იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან. ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე... უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის უკვე რა აზრი აქვს, სად იქნება... დაჭერა უნდათ? დაიჭირონ, მაგრამ სწორი იქნება... ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები, პროსტა, შენ ხომ არ იცი... ამ ბავშვს პატრონიც აღარ ჰყავს.. არც ჩემებს ჰყავს და არც არავის... 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ მოიცა, მოიცა, კარგად მომიყევი, საიდან? რანაირად? რა ინფორმაციები გაქვს? მგონი, ეჭვები გაგიჩნდა უკვე, ამ საკანში მარტო რომ ხარ... 

მირზა სუბელიანი: _ არა, ზუსტად ვიცი, კი უნდათ ჩემი საბოლოოდ განადგურება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ ნაცების თამაში თუ დაიწყო... ხო და ასე თუ გააგრძელეს, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს. ერთ რამეს გეტყვი, რა, მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ?! ბოლომდე მწირავენ... ვზივარ სამარტოო საკანში, ლამისაა გამო...ე... 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ არა, ძმაო... არ არის მასე, შენ ახლა ნერვებზე ხარ და ცოტა დაიოკე ეგ ნერვები. 

მირზა სუბელიანი: _ რა, არა?! სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა, ბიჭო, გამწირონ?! არ არის ეს სწორი... გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა... და რა მივიღე?! სასამართლო რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებს, მეც ვნახავ, შენც და ყველა... გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე... 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ახლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა, შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა... ვიცი, რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით, ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი. მირზა სუბელიანი: _ გავიგე, მაგრამ არ მიდის მასე საქმე, ხო, წელი კი არა ჯარიმას ითვალისწინებს, მეტი რა უნდა მომცეს. ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეს დედა.....ი საქმე... მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ... ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი, მე რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში... წესით, ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა, რატომ? იმიტომ, რომ სარალიძე აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან [დავით კეზერაშვილი], ნაკაიძესგან. ეს გა...ი, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. [დავით] საყვარელიძე, ვინ აღარ იყო [ნიკა] გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხო, იცი, რასაც ნიშნავს, ძმაო, ეს...?! ისიც ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული... რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის... მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი... არ ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედა...ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაც გა...ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს-თქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით... როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმე ,,ოცნებამ'' რომ ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები _ ტყუილით აგიყირავებთ... მკიდია, რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ... ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან... 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ კაი ახლა, რაღაც სისულელეს ნუ ლაპარაკობ, რა გაქვს? მართლა გაქვს? ნუ თხზავ რაღაცას... 

მირზა სუბელიანი: _ კი, უკვე მკიდია, რას ვიტყვი. ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძისას იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია, რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე, რა... ყველანაირ სიბინძურეზე მოდიან ჩემზე... ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან?! ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა... ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ, რა მაქვს და რა არის სიმართლე და ტყუილი... 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ე, ბიჭო ეგრე არ გამოვა, რა, ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება... 

მირზა სუბელიანი: _ სხვა გზა დამიტოვეს?! გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს ამ დედა.....ა, სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამომიტანს, აგერ ნახავ... ბოლომდე უნდათ ჩამძირონ... 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ კაი, გაჩერდი ბიჭო... არ არის მასე, ცხელ გულზე ხარ და დამშვიდდი, დაიოკე ნერვები... 

მირზა სუბელიანი: _ ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ, შენც ხომ კარგად იცი, პროსტა, ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ, დამენგრა ოჯახი, დედა მომი...ს. პროსტა, შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ, შენც იცი... აქ რომ კაცი ჩაჯდება, იმას რა ჭკუა უნდა მოსთხოვო. შევიშალე ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს... მაგრად დავიღალე ბო...ო ვიყო... მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში, ძმაკაცურად გეუბნები ამას, თორემ რომ არ გავაკეთებ, იცი შენც. 

ვიქტორ ჯაფარიძე: _ ხო და მეც გეუბნები, რომ დამშვიდდი, ვიცი, რომ მაგის გამკეთებელი არ ხარ... უბრალოდ, ხომ გესმის, შენი მოსახდელია და რასაც მოგისჯიან უნდა მოიხადო, არ გამოვა სხვანაირად.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში