"თავისუფლება მიშას"-ხაშურში, ლაგოდეხსა და ფოთში ენმ-ის აქცია გაიმართა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია სახელწოდებით -"თავისუფლება მიშას", ხაშურში  ფოთსა დალაგოდეხში გამართეს. პროტესტის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.  ასევე აპროტესტებენ"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ომში რუსულ მხარეს უპირატესობა აქვს. 

როგორც ენმ-ში ამბობენ, რეგიონებში აქციებს საინფორმაციო ხასიათი აქვს, რომ ხალხი20 თებერვალს დაგეგმილი აქციისთვის გაერთიანდეს.