ეკოსაწვავი ბოცვრებისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სულ მალე, იაპონელები შექმნიან საწვავს, რომლისთვისაც ბოცვრების ექსკრემენტებს გამოიყენებენ, - ამის შესახებ ავიაკომპანია All Nippon Airways-მა განაცხადა. ასეთი საწვავის მისაღებად გამოიყენებენ მეტალურგიული წარმოების გადამუშავებულ ნარჩენებს, რომელსაც ბოცვრების ექსკრემენტების დახმარებით, ეთანოლად გარდაქმნიან, ეთანოლს კი უკვე ავიასაწვავად აქცევენ. ასე რომ, ახალი რესურსებდამზოგველი საწვავი ნახევრად ორგანული იქნება. ასეთი თანამედროვე სახის საწვავი საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ჰაერში გამონაბოლქვი, - აცხადებენ ავიაკომპანიაში. ახალ ნედლეულს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დატესტავენ, ბაზარზე კი მისი გამოსვლა მომავალი წლისთვის იგეგმება.