Menu
RSS

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ,  2018 წლის 2 აპრილს, მიიღო გადაწყვეტილება ბადრი წილოსანისა და ავთანდილ საყვარელიძის საქმეზე. 

ბადრი წილოსანი ავთანდილ საყვარელიძეს, 2013 წელს საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის გაზეთ „ვერსიაში“, გავრცელებული ინფორმაციის გამო ედავებოდა და  პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას ითხოვდა. ორმა ინსტანციამ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და 2018 წლის 6 აპრილს გაზეთ „ვერსიას“ სააღსრულებო ფურცელი ჩაბარდა. ვაქვეყნებთ სარეზოლუციო გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს:   

„ავთანდილ საყვარელიძეს დაევალოს  ბადრი წილოსანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა შემდეგი სახით: 

„2013 წლის 26 ივნისს „პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში, 2013 წლის 1 ივლისს გადაცემა „სპექტრში“ და „თავისუფალ ტრიბუნაში“, ასევე  გაზეთ „ვერსიის“  2013 წლის 28-30 ივნისის # 72-ე გამოცემაში გაკეთებული განცხადებები: „იძულებით მიმიყვანეს ქარსელაძის კაბინეტში, მომთხოვეს გადამეფორმებინა წილები ბადრი წილოსანისთვის, რომელიც იქვე იმყოფებოდა“; „პირველივე დღიდან, ტერორის დაწყებიდან, ყველაფერს ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა უშუალოდ ბადრი წილოსანი. ის იყო უშუალო მონაწილე ყველა იმ ძალადობრივი აქტისა, ის იყო დამკვეთი“;  „ჩვენ ძალადობით ბანდიტებმა წაგვართვეს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, შემსრულებელი იყო კეზერაშვილი, კოორდინატორი, დამკვეთი ბადრი წილოსანი“; „ერთი განუყოფელია კეზერაშვილი და წილოსანი“; „15 მილიონი მოვახმარეთ ბადრი წილოსანის ძველი დანაშაულის დაფარვას“; „ბანდიტი წილოსანი ავტომატებით შემომივარდა კაბინეტში“; „ეს იყო მისი წამოწყებული საქმე, ქარსელაძე ხელმძღვანელობდა, გვერდს უმშვენებდა ბადრი წილოსანი“; „2008 წლის 8 სექტემბერს შეიარაღებული ბანდიტები მომადგნენ და ფინანსურ პოლიციაში, მაშინდელი უფროსის დავით ქარსელაძის კაბინეტში დამიბარეს. იქ ბადრი წილოსანი დამხვდა, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა. ასევე პროკურატურაში შევიტანე სარჩელი, რომლითაც ფინანსური მაქინაციების გამოძიებას კი არა, ბანდიტებისა და მოძალადე მკვლელების დასჯას ვითხოვ. ესენი არიან , კონკრეტულად ბადრი წილოსანი“ - არ შეესაბამება სინამდვილეს.“ 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში