Menu
RSS

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის შს მინისტრს არსენ ავაკოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. 

გიორგი გახარია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორგანი¬ზებული დანაშაულის, კერძოდ, ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეები ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ოპერატიული თანამშრომ-ლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლაზე შეთანხმდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფოთშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირება მოხდა, რომლის წევრებიც ორგანიზებულ დანაშაულთან და ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას კოორდინაციას გაუწევენ. 

გიორგი გახარიამ და არსენ ავაკოვმა შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზეც. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას საქართველოს ევროპოლთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ესაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორ-განოებთან თანამშრომლობა, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა. 

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებში სანაპირო დაცვის მნიშვნელობა, საზღვრის დაცვის მიმარ-თულებით არსებული მდგომარეობა და უწყებათშორისი თანამშრომლობა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა _ გიორგი გახარიამ უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეა-ფასა და განაცხადა: 

„თქვენი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი ევროპაში საუკეთესოა. ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ოფიცერი, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ“.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში