ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის თეატრში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მან არაერთი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში, მონაწილეობდა ტელესერიალებში. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

მთავრობის მეთაურთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდზე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდნენ.