Menu
RSS

ზაზა სალარიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათი მუშაობს, ჭეშმარიტების გამოსავლენად

ზაზა სარალიძემ პროკურატურაში დაგეგმილ შეხვედრამდე "ტვპირველის" ეთერში გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

„მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, არ ვიცი რა სიტყვები ვთქვა, მაქსიმალურად ცდილობენ, თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ რათა ეს ახალი გამოძიება რაც არის დაწყებული, ჭეშმარიტება გამოავლინონ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურა ძალიან დიდ წინააღმდეგობას სწევს ამასთან დაკავშირებით. ზუსტად 7 რიცხვში, როდესაც ვიყავი პროკურატურაში ძალიან დიდი წინააღმდეგობა მივიღე მაშინ პროკურატურიდან, კერძოდ ამ ახალი საქმის პროკურორებიდან და ითხოვეს 10 დღე. ეს 10 დღეც გავიდა, ვნახოთ პროკურატურა დღეს რა პოზიციით დამხვდება.

ისევ და ისევ აღვნიშნავ, შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვერ ვიტყვი იმას, რომ არ მუშაობს, თავდადებით მუშაობენ, ხშირი კომუნიკაცია მაქვს და ხშირი შეხვედრები მაქვს, მაგრამ პროკურატურა ძალიან დიდ წინააღმდეგობას წევს დღემდე, რასაც ვხედავდი. არ უნდა პროკურატურას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ვნახოთ დღეს რა პასუხებს მივიღებ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში