თაფლი გულის შეტევისგან იცავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თაფლის სამკურნალო თვისებებს, რაც კაცობრიობისთვის ათასწლეულების განმავლობაშია ცნობილი, კიდევ ერთი მიემატა - სწავლულებმა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინეს, რომ ნატურალური შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, გულის შეტევებს აღკვეთს. სპეციალისტების თქმით, შაქარი, რომელიც ტრეგალოზას სახელითაა ცნობილი, ააქტიურებს ცილას, რომელიც, თავის მხრივ, იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს და შედეგად, არტერიებიდან ცხიმის ნადები გამოიდევნება. ეს ნადები, შესაძლოა, ჰიპერტონიის, გულის დაავადებებისა და გულის შეტევის მიზეზი გახდეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თაფლის გარდა, ტრეგალოზას შეიცავს სოკო და ზღვის პროდუქტები.