აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უფლება გასცა, რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინას გადასცენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის გაყინული თანხა უკრაინას გადაერიცხება.

"დღეს ვაცხადებ, რომ გავეცი უფლება ჩამორთმეული რუსული ფულის პირველი გადარიცხვისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად" - თქვა მერიკმა.

თანხა გაყინეს მას მერე, რაც ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს ბრალი წაეყენა სანქციებისთვის თავის არიდებაში. გარლანდის თქმით, თანხა გადაერიცხება სახელმწიფო დეპარტამენტს, საიმისოდ, რომ მან ის დახარჯოს "უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად".

გარლანდი ამ განცხადებით გამოვიდა შეხვედრაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრი კოსტინთან.