საჭმელს კოვზი გააგემრიელებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკულმა სტარტაპმა - SpoonTEK, შექმნა მოწყობილობა, რომელიც ჩვეულებრივ კოვზს ჰგავს, მაგრამ ელექტრონული შიგთავსი და ელემენტი აქვს. ერთი ელექტროდი სახელურის ქვედა ნაწილშია, მეორე კი გაჯეტის შინით. რაკიღა ის კვების დროს არის გამოსაყენებელი, კოვზი საკმაოდ გამძლეა წყლისა და მექნიკური ზემოქმედებისგან. შესაბამისად, ასეთი კოვზის გამოყენება თამამად შეიძლება თხევად კერძებშიც. მოწყობილობა ძალიან მარტივად მუშაობს - მომხმარებელი აწვება ელექტროდს, რომელიც სახელურზეა, საკვები კი მეორე ელექტროდს ფარავს. როცა ადამიანი კოვზს პირში იდებს, იკვრება ელექტრული ჯაჭვი და ხდება მსუბუქი ელექტროსტიმულაცია ენის გემობრივი რეცეპტორებისა, რაც აძლიერებს გემოს შეგრძნებებს. იგივე პრინციპი წარმატებით გამოიყენება საკვები ჩხირებისა და კოქტეილის ბოკალებისთვის. ასეთი ელექტრული სტიმულაცია ორგანიზმს არანაირ ზიანს არ აყენებს. ავტორები გვაფრთხილებენ, რომ კოვზი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ გავრეცხოთ, მის გამოყენებას არ ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც კარდიოსტიმულატორებს და სხვა მსგავს მოწყობლობებს ატარებენ. სამ ფერში წარმოდგენილი SpoonTEK-ი მყიდველისთვის უკვე ხელმისაწვდომია და სტარტაპის საიტზე ის 29 დოლარი ღირს.