Menu
RSS

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად ახალ სერვისს ნერგავს

ქვეყნის წამყვანი ბანკი ინდმეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას იწყებს!

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, საქართველოს ბანკი სრულიად ახალ სერვისს ნერგავს. ბიზნესის დაწყების გამარტივების მიზნით, ქვეყნის წამყვანი ბანკი ინდმეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციის განაცხადებს ბანკის სერვისცენტრებში მიიღებს. 18 ივნისიდან, განაცხადებს რამდენიმე სერვისცენტრში, ხოლო 1 ივლისიდან _ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ. დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს _ 2 44 44 44 უნდა მიმართონ.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება, საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიმართულებაა. სრულიად ახალი სერვისი, რომელსაც ქვეყნის წამყვანი ნერგავს, მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც ინდმეწარმედ დარეგისტრირება სურს, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადის შევსებას ახლა უკვე საქართველოს ბანკის სერვისცენტრში (ექსპრეს ბანკის ფილიალების გარდა) შეძლებს: 

,,რეგისტრაციის პროცედურა მარტივია. დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, მომხმარებელი ბანკში ერთი მისვლით შეძლებს, რათა ინდმეწარმედ დარეგისტრირებისა და საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ, განაცხადი დააფიქსიროს. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული პირები შპს-ს რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც იგივე პროცედურას გაივლიან. საქართველოს ბანკი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულიად უფასოდ გახსნას საბანკო ანგარიში და პირველი ექვსი თვის განმავლობაში, შMშ ბანკითა და ინტერნეტბანკით უფასოდ ისარგებლოს. მეტიც, მომხმარებელს დამატებით იმის შესაძლებლობაც ექნება, რომ უნიკალური ბარათი ჩასჰ ჩარდ-ი მიიღოს, რომელიც სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა''. 

კახა კიკნაველიძემ განმარტა, რომ პირველი, 1 000 დარეგისტრირებული ინდმეწარმე რეგისტრაციის საფასურს არ გადაიხდის, რადგან ამ თანხას საქართველოს ბანკი დაფარავს. მომხმარებელს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მხოლოდ დაჩქარებული რეგისტრაციის შემთხვევაში მოუწევს. ეს საფასური კი საჯარო რეესტრში არსებული გადასახადის იდენტურია „მოხარული ვართ, გაცნობოთ სიახლე, რომელიც ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას არსებითად გააუმჯობესებს და გაამარტივებს. საქართველოს ბანკი ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, რაც ჩვენი ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, ეს სიახლე კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ბანკი მუდმივად მუშაობს ბიზნესის ხელშეწყობის სამომავლო ინიციატივებზე, რათა კიდევ უფრო გავუმარტივოთ პროცესები ჩვენს მომხმარებლებს. ვცდილობთ, შევქმნათ მათზე მორგებული პირობები, დავუზოგოთ დრო და ხელი შევუწყოთ მათ მიერ წამოწყებულ მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც საწყის, ასევე განვითარების ეტაპზე“. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში