დაზუსტებული ინფორმაციით, კახეთში მომხდარი თავდასხმის დროს 6 ადამიანი გარდაიცვალა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაზუსტებული ინფორმაციით, კახეთში მომხდარი თავდასხმის დროს 6 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლები განახორციელა, სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომლთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა