მესტიაში კულინარიული დუელი "გემო ფესტი" გაიმართა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიაში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი გამართა

"გემო ფესტის" მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.

ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  წარმოედგინათ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები.  

„გემო ფესტი“ პირველად 2022 წელს რაჭაში გაიმართა.  ეტაპობრივად ის, მთელ საქართველოში ჩატარდება.