"ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ აუცილებელია, რომ იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმ ფონზე, რომ მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურაღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომ აუცილებელი არის რომ იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა და რკინიგზა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე დავაანონსე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი გადაწყვეტილებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება, სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიი პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. ფოთის პორტი არის გასხვისებული, ბათუმის პორტი არის გასხვისებული, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებაში თუ სხვა. ამიტომ მით უმეტეს, როცა იმ ფონზე, რომ მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურაღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ.

ამიტომ აუცილებელი არის რომ იყოს გამართული პორტი, პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ და განსაკუთრებულ ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49%-ზე ჩვენ გვინდა რომ გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა შესაბამისი შედეგიც.

რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზის მიმართულებით, როგორც გითხარით, გვაქვს რეკორდული შემოსავლები და გადაზიდული ტვირთის რაოდენობა, მოცულობაც არის რეკორდული. ჩვენ გვჭირდება რკინიგზის მოდერნიზაციის სწრაფად დასრულება, აუცილებელია ის, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი და შესაფერისი იმ ტვირთთა ნაკადისთვის, რომელიც მოედინება, მოემართება ჩვენი კორიდორის მიმართ.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2024 წელს დასრულება. ჩვენ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% არის დასრულებული და 2024 წელს აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება.

ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ არამხოლოდ ენერგო ჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად, ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შეუძლია, აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი და ციფრული ჰაბი.

ასევე გეტყვით, რომ წელს დასრულდა ჩვენი მრჩევლების მიერ, როტშილდების მიერ დამუშავებული, შემუშავებული სტრატეგია, რომლის მიზანიც არის საქართველო გარდაიქმას რეგიონალურ, ფინანსურ ჰაბად. ჩვენ ახლა წელს, მომავალ წელს უკვე დავიწყებთ ამ სტრატეგიის, გეგმის განხორციელებას, იმპლემენტაციას და შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ.

ქუთაისი პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა, რომ ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ მანდ განვითარდეს IT მიმართულება, შეიქმნას IT, ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელიც დასაქმდება და კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას.

ასევე ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. ამ მიზნით მე ვიმყოფებოდი ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში. საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და უნიკალური შესაძლებლობები და პოტენციალი, რომ ძალიან საინტერესო ინვესტიციები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.