Menu
RSS

სკანდალური ფაქტები, რომელიც შს მინისტრმა უნდა იცოდეს!

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართულ მენტალობაში „ქურდული გაგება“ ისევ ბრუნდება. თუ აქამდე კანონიერ ქურდებსა და ე.წ. კაი ბიჭობის ხიბლზე კულუარულად საუბრობდნენ, ახლა უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ „კაი ბიჭების“ დრო დაბრუნდა. „კაი ბიჭობა“ და დანაშაული ერთმანეთის თანმდევი თემაა და ამიტომ წვრილმანმა დანაშაულმა განსაკუთრებით იმატა, ხოლო ბეზნესმენებისთვის ფულის დაწერება ჩვეულებრივ დანაშაულად იქცა. მართალია, ჯერჯერობით მასიურად ვერავინ ბედავს მსხვილი ბიზნესმენები შეაწუხოს, მაგრამ წვრილ საქ-მოსნებს ფრაზა „ეს უბანია ძმაო, აქ რომ ფულს აკეთებ, უნდა გადაიხადო“, უკვე ხშრად ესმით. სწორედ ამიტომ, რეგიონებში არსებული პატარა საწარმოები, რომლებიც მაგალითად კიბეებს, ბეტონის ფილებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს აწარმოებდნენ, ნელ-ნელა დაიხურა. მცირე მეწარმეებს არ ძალუძთ დამატებითი „გადასახადის“ გადახდა და საწარმოს ხურავენ.
პარალელურად, რეგიონებსა თუ უშუალოდ დედაქალაქში, ე.წ. „ობშიაკისთვის“ ფულის შეგროვების თემაც გააქტიურდა. ფულს აგროვებენ ყველგან, სასწავლებლებში, სკოლებში, უბანში... კულუარულად ამბობენ იმასაც, რომ ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევაც სწორედ „ობშიაკის“ თანხას უკავშირდებოდა, ანუ ვიღაცამ ვიღაცას სთხოვა, არ გადაიხადეს და...
 
ესეც არ იყოს, ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობა, რომელიც მესტიაში მოხდა და რომლის დროსაც მესტიის საკრებულოს წევრი, ლომარ ნიგურიანი დაიღუპა, შეიძლება ქურდულ გარჩევას მივაწეროთ. უფრო კონკრეტულად კი...
„ლომარს თავის ნათესავთან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ფართზე ჰქონდა დავა. ეს დავა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ვერ დასრულდა. საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა, თუმცა მანამდე მესტიაში ხმა გავრცელდა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ამ ამბავში მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ჩაერთო. დღეის მდგომარეობით, მესტიაში, თითოეული კვადრატული მეტრი ოქროდ ფასობს, რადგან იმდენი ტურისტი, რამდენიც იქ ადის, პრაქტიკულად არსად არ არის. გორაძის ჩართვა მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ მოეწონა, რადგან ის სვანური სამართლით აპირებდა სიტუაციის დალაგებას. როგორც მე ვიცი, ეჭვმიტანილი ესაუბრა კიდეც მინდია გორაძეს და ისიც უთხრა, სვანურ საქმეში რომ ერევი, ვინ ხარო, რამაც ქურდის გაღიზიანება გამოიწვია. ჩემი ინფორმაციით, ლავას ოღლის მხრიდან იყო მუქარაც, თუ ეჭვმიტანილი არ გაჩერდებოდა და გაჩერების ნაცვლად ეს მივიღეთ“, _ გვითხრა მესტიის ერთ-ერთმა მკვიდრმა, რომელმაც გასაგებ მიზეზთა გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ის რომ გორაძე ბევრ რამეში ერევა, აჭარაშიც ადასტურებენ და მის გავლნებზეც ფარულად საუბრობენ...
„როგორც მე ვიცი, ბატონი მინდია ბათუმში უპრობლემოდ ჩამოდის. მას სხვა პასპორტი აქვს და ამიტომ არ ფიქსირდება, რომ საზღვარს კონკრეტულად ის კვეთს, თუმცა როცა აჭარაში რაღაც ხდება, გორაძე მუდმივად იქ არის. ამას დაგიდასტურებთ ყველა, ვისაც კი პოლიტიკასთან ან ბიზნესთან შეხება აქვს. ხომ იყო აჭარა ერთ დროს ასლან აბაშიძის? ახლა მინდია გორაძის არის.
მაქვს ინფორმაცია, რომ საპროტესტო ტალღა, რომლის აგორებასაც ოპოზიცია ცდილობს, აჭარიდან ნამდვილად არ დაიძვრება. არადა, ოპოზიცია ნამდვილად ცდილობს რაღაცის აგორებას, რადგან, რამდენიმე დღის წინ, ნაციონალური მოძრაობის ელიტა ბათუმში იმყოფებოდა და აქტივისტებს შეხვდა. თუმცა უთხრეს, რომ ხალხს ლავას ოღლის ეშინია და ამიტომ ბათუმში რაიმე საპროტესტო მუხტის აგორება ძალიან გაჭირდებაო.
მთელი საქართველოს შემოვლას აპირებს ოპოზიცია და სადაც საუკეთესო პოზიცია ექნება, იქიდან დაიწყება საპროტესტო მუხტიც. ეს ყველაფერი გაზაფხულზე იქნება, როცა დათბება და როცა ლარი რეკორდულად გაუფასურდება,“_ გვითხრა აჭარელმა მეგობარმა.
ასევე გახშირდა მანქანების ძარცვის ფაქტები. ამ ყველაფერს ისიც უწყობს ხელს, რომ ელიავაზე, ე.წ. „დაშლი-ლებში“ მოვაჭრე ადამიანებს აღარავინ აკონტროლებს და აღარავინ ეუბნება, მოპარულ ნაწილს თუ იყიდი, პასუხს აგებო, ამიტომ ავტომობილების სარკეები და სხვა წვრილმანი ნაწილები ელიავას ბაზრობაზე ყოველდღიურად შედის. საპატრულო პოლიციას ამის კონტროლისთვის არ სცალია, რადგან სხვა თავსატეხიც აქვთ. რეგიონებში მოიმატა მარიხუანის მოხმარების ფაქტებმა. ამის გამო შეწუხებული მოსახლეობა საპატრულოს კი მიმართავს, მაგრამ სამართალდამცავები უძლურები არიან _ როგორც კი მარიხუანას მომხმარებელს ანალიზისთვის გადაიყვანენ, კართან არასამთავრობო და ტელევიზიები ხვდებიან, დაკავებული კი გაიძახის, რომ მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა და უწყინარი ბალახის გამო ციხეში უშვებენ. საპატრულო პოლიციამ უბრალოდ არ იცის რა ქნას _ ფაქტი აუცილებლად უნდა აღირიცხოს, მაგრამ ფაქტზე შემდეგ რეაგირება ვეღარ ხდება.
ასეა თუ ისე, ფაქტი შს სამინისტროში რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო. იმედია, ამ და სხვა ფაქტებით შს ახალი მინისტრი დაინტერესდება და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს.
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში