2023 წლის იღბლიანი ფერები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამბობენ, სწორად შერჩეულ ფერებს წარმატებისა და სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლიაო. ჩინური კალენდრის მიხედვით, 2023 წელი კურდღლის წელია, კურდღელი კი მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. ჩინური „ხუთი ელემენტის“ თეორიის მიხედვით, 2023 წლის ყველაზე იღბლიანი ფერები ხისა და წყლის ელემენტებით განისაზღვრება, ამიტომ მომდევნო წლის ყველაზე პოპულარული ფერები მწვანე და ლურჯია, თუმცა წითელი და ვარდისფერიც 2023 წლის იღბლიან ფერებად ითვლება.

მწვანე - ცნობილია, რომ ჩინეთში მწვანე ფერი სიმდიდრესთან, ნაყოფიერებასთან და ჰარმონიასთან ასოცირდება. მათი რწმენით, ეს ფერი ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და სტრესის შემცირებაში ეხმარება. 2023 წლის ყველაზე იღბლიან ფერად, სწორედ მწვანე ითვლება.

ცისფერი - მდინარესთან და მოძრაობასთან ასოცირდება. ჩინური რწმენის მიხედვით, იგი კომუნიკაციის სიმბოლოდ ითვლება, რომელიც ახალ, საინტერესო და სასიკეთო ინფორმაციას იზიდავს. წარმატებისა და აღიარების მომტანი იქნება ახალ წელს ცისფერი ან მუქი ლურჯი სამოსის ტარება.

ვარდისფერი - რომანტიკის, სასიყვარულო ურთიერთობის ფერია. თუ გსურთ, რომ ახალი ურთიერთობები მოიზიდოთ, ახალი წლის ღამეს ამ ფერის სამოსი ნამდვილად დაგეხმარებათ.

წითელი - ენერგიასთან და პროგრესთან ასოცირდება. ამ ფერს საკმაოდ დიდი წარმატება მოაქვს კარიერასა და ძალაუფლების მოპოვებაში, ამიტომ მათთვის, რომლებისთვისაც კარიერული წინსვლა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, წითელი ნამდვილად იღბლიანი ფერი იქნება.