Menu
RSS

სომხეთის მოქალაქემ ვენის ცენტრში 5 ქალი გააუპატიურა

დამნაშავე პოლიციას დედამ ჩააბარა!

ევროპაში, ბოლო 2 წელიწადში, ისე იმრავლა სექსუალური ძალადობის ფაქტებმა, რომ კვირაში სამჯერ მაინც მედია ამ თემებს აშუქებს. უფრო მეტად გულსატკენი ისაა, რომ სტატიების მთავარი მოქმედი გმირები ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ხშირად ვფიქრობ, განა, რა უნდა გაგიჭირდეს კაცს, ამხელა სამყაროში, მეძავი ვერ ნახო და ძალადობით დაიკმაყოფილო სექსუალური მოთხოვნილება?! ამ კონკრეტულ ისტორიაში კი ყველაზე ტრაგიკომიკური ის იყო, რომ დამნაშავეს მთელ ავსტრიაში ეძებდნენ, მაგრამ ვერავინ მიაგნო და ვერც ამოიცნო... თუმცა საკუთარ დედას სად დაემალები?! მოკლეთ, კომენტარის გაკეთება რთულია ფაქტზე, როცა _ ჯერ ასეთ დანაშაულს ჩაიდენ და მერე საკუთარი დედა პოლიციის განყოფილებაში ყურით მიგათრევს და იძულებით ჩაგაბარებს.
დანაშაულში ეჭვმიტანილი ეროვნებით სომეხი მოქალაქე დაზარალებულმა 5-მა ქალმა ამოიცნო. იგი გოგონებს ქალაქის ცენტრალურ სადგურზე უთვალთვალებდა. შემდეგ ჩუმად აედევნებოდა და მათზე ძალადობდა. მედიასა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მისი ფოტო ინფორმაციით, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი 10 ოქტომბრიდან იძებნებოდა სექსუალური დანაშაულისათვის და დაკავებული იქნა 24 ნოემბერს. იგი ვენის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა დედასთან ერთად.
დამნაშავე აღმოჩნდა სომხეთის რესპუბლიკის 22 წლის მოქალაქე. მან ვენის ცენტრალურ სადგურზე ჭიენ Mიტტე, 10 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე 4 ქალბატონზე განახორციელა სექსუალური ხასიათის შევიწროვება, მე-5 ქალბატონის გაუპატიურება კი ვეღარ შეძლო.
სომეხი ახალგაზრდა 5 ქალის მხრიდან ერთხმად იდენტიფიცირებულია. მათ დამნაშავე მცირე ყოყმანის გარეშეც კი ამოიცნეს და განაცხადეს, რომ მამაკაცი მათ უთვალთვალებდა, მიყვებოდა საცხოვრებლის სადარბაზომდე და შემდეგ ესხმოდა თავს. ამჟამად დამნაშავე წინასწარ პატიმრობაში მყოფება და სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულთა რაოდენობა შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს. პოლიცია მოუწოდებს დაზარალებულებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
ლევან ხვედელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში