რა ღირს ახალი წლის აღნიშვნა თბილისის რესტორნებში და რა პროგრამებს გვთავაზოვებენ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი წლის აღნიშვნის უძველესი ტრადიცია, რომელიც ძველი წლის გაცილებას და ახლის დასაწყისს აღნიშნავს, თითქმის ყველასთვის მნიშვნელოვან ემოციებს უკავშირდება და მის შესახვედრად სამზადისი დიდი ხნით ადრე იწყება. ზოგიერთი ოჯახურ გარემოში ყოფნას და სახლში გართობას ამჯობინებს, თუმცა, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ცდილობს ახალი წლის ღამეს გარემო შეიცვალოს და დრო სხვაგან გაატაროს, თუნდაც, სტუმრად ახლობელთან, რესტორანში ან კონცერტზე. სწორედ ამიტომ, საახალწლო სამზადისში აქტიურად ჩართულნი არიან სხვადასხვა დაწესებულებები, განსაკუთრებით კი რესტორნები, რომლებიც მრავალფეროვანი მუსიკალური თუ შოუ პროგრამით ცდილობენ სტუმრების მოზიდვას. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ბოლო ორი წელია ფასები საგრძნობლად გაიზარდა, საინტერესოა, რა თანხა ჯდება ახალი წლის აღნიშვნა რესტორანში და როგორ პროგრამას გვთავაზობენ მათი წარმომადგენლები.

ვერსიაგაგაცნობთ, საშუალო და მაღალი კლასის რესტორნების საახალწლო პროგრამას და მათ ღირებულებას ერთ პერსონაზე.

რესტორანი პელაგონი

„პელაგონში“ ახალი წლის ღამეს რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანი და მომღერალი ლევან გულბათაშვილი იმღერებს, ასევე,  იქნება ცეკვების შოუ. ერთი პერსონის ღირებულებაა 150 ლარი.

რესტორანი ტიფანი ტერასა

ახალი წლის პროგრამა მოიცავს, ცოცხალ მუსიკას, საახალწლო გასტრონომიას, საჩუქრებს და სიურპრიზებს. ერთი პერსონის ფასია 150 ლარი.

რესტორანი კერია

„კერიას“ ახალი წლის პროგრამა მოიცავს, ცოცხალი შესრულებით მომღერლებს, წამყვანს, დიჯეის და ბენდს. ასევე, იქნება გათამაშებები და ქართული ცეკვები. ერთი პერსონის ღირებულებაა 200 ლარი.

რესტორანი ორბელიანი გარდენი

საახალწლო საღამოს გააფორმებს მუსიკალური ბენდი, ყველა მაგიდას საჩუქრად გადაეცემა  ღვინო და  00:00 საათზე იქნება ფოიერვერკი. ერთი პერსონის ფასია 200 ლარი.

რესტორანი   გორგასალი

მიღება დაიწყება 23:00 საათზე. საღამოს წაიყვანენ  ანსამბლ "ივერიის" სოლისტები ნუგზარ კვაშალი და ზურა კობეშავიძე, ვირტუოზი შემსრულებელი ლეო შენგელია. საღამოს მუსიკლურად გააფორმებს ოლიკო ჩორდელი და ჯგუფი ‘’გორგასალი’’. იცეკვებს ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’გორგასალი’’. იქნება გათამაშება, ღვინის აუქციონი, ქართული მრავალჟამიერი და  ფეიერვერკი. ერთი პერსონის ფასია : 100$ - 150 $ - მდე.

რესტორანი  ორთაჭალა

მიღება 23:00 საათზე, პროგრამა შედგება, რა თქმა უნდა ტრადიციული საახალწლო სუფრისგან, მუსიკალური გაფორმებით, მოწვეულნი არიან ყარაჩოღელები. იქნება, ქართული და აღმოსავლური ცეკვები, გათამაშება და საჩუქრები.

ერთი პერსონის ფასი: პირველ სართულზე - 100$; მეორე სართულზე - 130$

რესტორანი რივერსაიდ ბაბილო

მიღება დაიწყება 11 საათზე, წამყვანი: ლაშა პაპუაშვილი მონაწილეობენ: სოფო სიმონიშვილი, ნინო ძოწენიძე გიორგი შარაბიძე, ბექა ცხომელიძე. იქნება ქართული და ევროპული ცეკვები, ასევე, დიჯეი. ერთი პერსონის ფასია 300 ლარი.

რესტორანი ძველი მეტეხი

მიღება დაიწყება ღამის 11 სთ-დან. რესტორანს აქვს სპეციალური საახალწლო პროგრამა და მენიუ.  ერთი პერსონის ფასია 400 ლარი.

რესტორანი თავადური

„თავადური“ გთავაზობთ, ცოცხალს მუსიკას დუეტი ჯორჯიას მონაწილეობით. იქნება ქართული ტრადიციული ცეკვები და უამრავი სიურპრიზი. ერთი პერსონის ღირებულებაა 400 ლარი.

რესტორანი ქალაქი

„ქალაქი“ გიმასპინძლებთ საახალწლო ვახშამზე შეფ ალექსანდრე უგრეხელიძისგან და რასაკვირველია  მუსიაკლურ პროგრამაზე. ერთი პერსონის ღირებულებაა 500 ლარი.

რესტორანი რესპუბლიკა

“რესპუბლიკას” საახალწო კონცერტი ჩატარდება კაბარეს სტილში, მრგვალი მაგიდებით. გაყიდვაშია 2-კაციანი, 4-კაციანი, 6-კაციანი, 8-კაციანი და 10-კაციანი მაგიდები როგორც ივენთ ჰოლის პირველ, ასევე მეორე სართულზე. ფასი 1 პერსონაზე მეორე სართულზე განთავსების შემთხვევაში 400 ლარია, ხოლო პირველ სართულზე - 500 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ღირებულება მოიცავს ახალი წლისთვის შედგენილ განსაკუთრებულ საზიარო მენიუს, ცქრიალა ღვინოსა და საახალწლო პროგრამას: 23:30-00:30 “ალილო” 00:30-01:30 გიგი პიანომენი 01:30-02:30 “ალილო” 02:30-04:30 დავით გომართელი.

რესტორანი წისქვილი

სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგმება მიუზიკლი „Mamma Mia“ ქართულად. სცენაზე გაცოცხლება „Théâtre de Broadway“ , ანა ქურთუბაძისა და თეატრის მოცეკვავეთა დასის შესრულებით, ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „insight"-ის შთამბეჭდავი შესრულება.

ამ ყველაფერთან ერთად, ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე, სპეციალურად ახალი წლისთვის შექმნილ კერძებს შემოგთავაზებთ.

პირველი აქტი:

 Théâtre de Broadway
 Show-introduction
 Mamma Mia
 Happy New Year

მეორე აქტი:

Concert-spectacle de Maggie
ნინო ქათამაძე & ჯგუფი Insight
სპეციალური მოწვევით: პაპუნა შარიქაძე
სიმებიანი კვარტეტი

მესამე აქტი:

Performances DJ

წამყვანები: ანა ქურთუბაძე და სანდრო კახეთელიძე

ერთი პერსონის ღირებულებაა 650 ლარი.

რესტორანი „ეთნოგრაფი

„ეთნოგრაფში“ მირზა მოდებაძის, ელენე ფოჩხუას, ილია გელაშვილის, სოფო პაპუაშვილისა და მარიკო ებრალიძის შესრულებით, ქართული კინომუსიკის შედევრებს და მსოფლიო მუსიკალურ ჰიტებს,  სტუმრების დაუვიწყარი ემოციებისთვის ააჟღერებენ.

სცენა კი, მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენების ადგილად იქცევა: მეეზოვე სარეს ცეკვა, ხანუმას რეჩიტატივის გამოჯავრება და სხვა ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა, ახლებური სახით, ხელახლა დაიბადება სტუმრებისათვის.
საღამოს ცოცხალ მუსიკალურ აკომპანირებაზე ბენდი იზრუნებს:

 კლავიში - გიორგი ოთინაშვილი
 ბასგიტარა - ნოდარ ექვთიმიშვილი
 დრამი - გია სალაღაშვილი
სინთეზატორი - ირაკლი მენთეშაშვილი

ლხინს ეთნოგრაფში -  მოცეკვავეების მიერ შესრულებული, ტრადიციული ქართული ცეკვის თვალწარმტაცი გამოსვლები დაამშვენებს.
საღამოს მასპინძელი და სადღესასწაული განწყობის მთავარი შემოქმედი - მსახიობი, მომღერალი და რადიოწამყვანი, ლაშა რამიშვილი იქნება.

ერთი პერსონის ღირებულება: სცენასთან ახლოს 200 $

სცენიდან ოდნავ მოშორებით 170 $

რესტორანი ტიფლისი ვერანდა

საახალწლო გალა ვახშმის პროგრამა მოიცავს: Welcome ფურშეტი ტიფლის პალასში, საღამოს 8 საათიდან. გალა ვახშამი ტიფლის ვერანდაზე (სამი კერძის მენიუ), საღამოს 9 საათიდან. ცოცხალი მუსიკა - ბენდი "The Five" სცენაზე, 21:30 საათიდან.ასევე, იქნება ფეიერვერკი და ტორტი. ერთი პერსონის ღირებულებაა  200 $.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი