ფეხის ზომით რეკორდების წიგნში მოხვდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში მცხოვრები ტანია ჰერბერტი, რომლის სიმაღლეც ორ მეტრზე მეტია, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე დიდი ზომის ფეხის მქონე ქალი. ჰერბერტი, დაახლოებით, 50 ზომის ფეხსაცმელს ატარებს. მისი მარჯვენა ტერფის სიგრძე 33 სანტიმეტრია, მარცხენასი კი - 32.4 სმ. ტანია სიმაღლეში 7.6 სანტიმეტრით ჩამორჩება დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქალს, თურქ რუმეოსა გელგის, რომლის სიმაღლეც 2.16 სანტიმეტრია. რესკორდსმენი ამერიკელი აცხადებს, რომ ფეხსაცმელს ონლაინ უკვეთავს, რადგან მაღაზიებში მისი ზომა თითქმის არსად იყიდება.