Menu
RSS

„მათე მოტორსის“ დამფუძნებელს სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

გელა ბარკალაიას ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

კომპანია „მათე მოტორსის“ დამფუძნებელს, გელა ბარკა¬ლაიას სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებს განაჩენი ოფიციალურად არ მიუღიათ, მაგრამD¬ბარკალაია დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. ბიზნესმენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა. ,,ვერსიაში'' ვწერდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებისას, ,,მათე მოტორ¬სის'' მფლობელს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. სისხ¬ლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას, ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას წინას¬წარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თანაც არაერთგზის. და მეორე, არანაკლებ მძიმე _ სსკ-ს 157-ე მუხლი, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ბარკალაია ბრალდებას არ აღიარებს, მაგრამ ბიზნესმენს პატიმრობა მაიც შეუფარდეს. ,,ვერსიას'' გელა ბარკალაიას ადვოკატი, ზურაბ როსტიაშვილი ესაუბრება.
_ ბატონო ზურაბ, რას ედავება პროკურატურა ბიზნესმენს და რატომ შეუფარდა სასამართლომ პატიმრობა?
_ ეს საკმაოდ მოცულობითი საქმე იყო. ფაქტობრივად, გელა ბარკალაიას წაყენებული ბრალი არ დაუდასტურდა. დაზარალებულმა ქალბატონმა, რომელიც აცხადებდა, რომ ,,მათე მოტორსის'' თანამშრომელი იყო, რამდენიმე დისკი წარუდგინა პროკურატურას. სხვათა შორის, პროკურატურამ საპროცესო ნორმები დაარღვია, რადგან სასამართლოს გვერდის ავლით, ამ დისკების გამოყენებით, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. არადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად, პროკურატურას სასამართლოსთვის უნდა მიემართა, რადგან როდესაც კომპიუტერულ ინფორმაციას და მონაცემებს იყენებს, სასამართლოს განჩინება აუცილებელია. წინა სასამართლოს სხდომაზე, შუამდგომლობა დავაყენე და დისკების ექსპერტიზა მოვითხოვე. მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროკურატურას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და საქმე სასამართლოში წარიმართა, დაკითხა დაზარალებული, რომელსაც თითქოს დამატებითი დისკი ჰქონდა. არადა, ბრალდებამ პროცესზე ანალოგიური დისკები წარადგინა, რაც ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო.
_ ეს როგორ, ასეთი რამ შესაძლებელია?
_ პროკურატურამ გარკვეულ ხრიკს მიმართა. გამოძიებიდან ცალკე საქმე გამოყო და თითქოს ახალი გამოძიება ჩაატარა, 6 თვის შემდეგ კი ფაქტობრივად, სხვა საქმიდან წარადგინა მტკიცებულება. არ გავჩერდებით და დავას სააპელაციო სასამართლოში განვაგრძობთ. ამ საქმით მთელი პროკურატურა იყო დაინტერესებული. განაჩენის გამოცხადების დღეს, სასამართლო პროცესს 12 პროკურორი დაესწრო. გელა ბარკალაიას მთელი სახელმწიფო ებრძოდა.
_ მიზეზი ბარკალაიას ბიზნესი, ,,მათე მოტორსია''?
_ როგორც ბატონი გელა აცხადებდა, ასეთი ინტერესი მისი ბიზნესის მიმართ ნამდვილად იყო. ეს საქმე 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და იქიდან მოყოლებული, მას მთელი სახელმწიფო ებრძვის. სხვათა შორის, მოსამართლემAკიდევ კარგად გაუძლო ზეწოლას, რადგან მუხლი, რომლითაც ბრალდება ედავებოდა ბარკალაიას, 9-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა, მოსამართლემ კი მხოლოდ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
_ იმედი გაქვთ, რომ სააპელაციოში წარმატებას მიაღწევთ?
_ სხვათა შორის, განაჩენი, რაც გამოცხადდა, უკვე დიდი წარმატება იყო, რადგან როგორც გითხარით, ამ ერთ პიროვნებას მთელი სახელმწიფო და პროკურატურა ებრძვის. პროცესზე დაკითხვის დროს, ეს ,,მათე მოტორსის'' თანამშრომლებმაც აღნიშნეს და პირდაპირ განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში, პოლიციაში აყოვნებდნენ, ერთ-ერთ პიროვნებას კი წამლის მიღების საშუალებაც არ მისცეს. ტერორის ქვეშ იყვნენ და მართალია, ამ ეტაპზე, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მაგრამ პროცესუალურად, ეს პროცესი ადვოკატებს არ წაგვიგია. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლოში, მიზანს მივაღწევთ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში