Menu
RSS

ზონის სასჯელი „მალალეტკების“ მკვლელისთვის

როგორ ექცევიან ციხეში მას, ვინც არასრულწლოვანი სიცოცხლეს გამოასალმა

სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ძალადობა ისევ ,,მოდაშია''. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, ძალადობისკენ მიდრეკილი ერი ვართო და რთულია არ დაეთანხმო. მითუმეტეს, როცა სულ რამდენიმე დღის წინ სამი მოსწავლე გამოასალმეს სიცოცხლეს. თანაც, სამივე შემთხვევაში _ თანატოლებმა. ტრაგედიაა, როცა მოზარდები ერთმანეთს სასიკვდილოდ იყენებენ და არანაკლებ შემაშფოთებელი, ერთ-ერთი ბრალდებულის ცინიკური განცხადება: ,,არ ვიცოდი, თუ არასრულწლოვანი იყო, კლასელები ვართ და მეგონა ჩემსავით 18 წლის გახდა''. ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. რას იტყვის გამოძიება და რას გადაწყვეტს სასამართლო, რამდენიმე თვეში გავიგებთ. მანამდე კი, გიამბობთ, როგორ ექცევიან ციხეში არასრულწლოვანთა მკვლელებს, რომლებიც საუბედუროდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მრავლად არიან...
,,მალალეტკების ეტაპი მოვიდა. ვინც სრულწლოვანი გახდა, ისინი მოიყვანეს. სულ ოთხი ბავშვია. მათ შორის ერთ-ერთი _ ,,მალალეტკების'' მაყურებელი'', _ თქვა შალვა კ-მ, როცა რუსთავის #17 ზონაზე, მაყურებლების კამერაში შემოიხედა.
,,ბავშვი მე საბავშვო ბაღში ვიცი'', _ კბილებში გამოსცრა გიორგი ნ-მ, რომელიც ნარზე იყო წამოწოლილი და საკნიდან გავიდა.
,,ამას რა დაემართა?'' _ გაოცებით იკითხა ზონის მაყურებელმა.
ყველამ მხრები აიჩეჩა. არავინ ელოდა გიორგის ასეთ რეაქციას. მითუმეტეს, ,,მალალეტკებს'' ყოველთვის სწყალობდა. გიორგი ,,კაი ბიჭი'' იყო, ყველა პატივს სცემდა, სიტყვა ეთქმოდა და ზონის მაყურებელი მხოლოდ იმიტომ არ ერქვა, რომ თავის დროზე შეთავაზებაზე უარი თქვა, დავიღალე, დასვენება მინდაო. პატიმარი #0578 გიორგის კარგად იცნობდა, ამიტომ გაჰყვა და კამერაში მიაგნო.
,,შენ რა დაგემართა, არ იცოდი ხოლმე ასე'', _ უთხრა #0578-მა.
,,პრეტენზია მაქვს იმ ,,მალალეტკების'' მაყურებელთან. დღეს აზრზე მოვიდეს, მიიხედ-მოიხედოს, ხვალ დაველაპარა კები'', _ თქვა გიორგიმ და ნარზე მიწვა. #0578 მიხვდა, რომ მეტს ვერაფერს გაიგებდა და ისევ მაყურებლების კამერაში დაბრუნდა, სადაც ახალმოსულები მალე შემოლაგდნენ.
,,მაყურებელი რომელია?'' _ ისეთი ტონით იკითხა შემოსულთაგან ერთ-ერთმა, რომ აშკარა გახლდათ, ყოჩი ის იყო.
,,მე ვარ'', _ გაუღიმა მაყურებელმა, ჭიქაში ჩაი ჩამოუსხა და ყველას უთხრა, დალიეთო. ,,მალალეტკები'' სკამებზე ჩამოსხდნენ და ჩაი მოწრუპეს. აშკარად ეტყობოდათ, ცოტა დაბნეულები ჩანდნენ, ცოტა ეშინოდათ, მაგრამ არ სურდათ, ეს ყველაფერი ,,ვზროსლებს'' დაენახათ.
,,რა გქვია და რაზე ზიხარ?!'' _ ჰკითხა მაყურებელმა ყოჩს.
,,ვეფხო... ერთი ნაბოზარი დავბრიდე და მაგისთვის გამომიშვეს აქეთ'', _ მაქსიმალურად დამაჯერებლად თქვა ვეფხომ.
,,აბა მოყევი, ვინ და რატომ დაბრიდე'', _ გაუღიმა მაყურებელმა და ვეფხომაც დაიწყო: ,,აპარატებზე ვთამაშობდი პეკინზე, მაგარი მაყუთი წავაგე და დაცვა მოვიდა, დაისვენეო. კაიფობ, მე მაყუთი წავაგე, იმან კი დაისვენეო. ჩხუბი ატყდა, ფორმიანები გაიჩითნენ და რომ ვეღარ ვერეოდი, ერთ-ერთს დანა დავარტყი. სულ ეგ იყო. რვა წელი მომცეს, როგორც ,,მალალეტკას''. ჩვენს ზონაზე მაყურებელი ვიყავი, უსაქმოდ აქაც არ მინდა ყოფნა და რამეს თუ მომცემთ, კარგი იქნება''.
,,დანა ფორმიანს დაარტყი?'' _ ჰკითხა მაყურებელმა.
,,ჰო, ფორმიანს'', _ დააკონკრეტა ვეფხომ.
,,გასაგებია. დაისვენე, საკანში ადი... მოიხოდე და მერე ვიფიქროთ, რით დაგასაქმოთ'', _ უთხრა მაყურებელმა და გასაუბრებაც ამით დასრულდა.
,,გიორგას ამ ბიჭთან აქვს პრეტენზია და სავარაუდოდ, ხვალ დაიბარებს'', _ ჩუმად უთხრა #0578-მა მაყურებელს, როცა ახალმოსულები საკნიდან გავიდნენ.
,,ვიცი'', _ უდარდელად მიუგო მაყურებელმა. მეორე დილას, კამერები გაიღო თუ არა, #0578 მაყურებლების კამერაში ჩავიდა. გიორგი უკვე იქ იყო, ვეფხოს ელოდა. #0578 ბიჭებს მიესალმა, ჩუმად ჩამოჯდა და ოთახი მოათვალიერა. მაყურებლების გარდა, საკანში ე.წ. ბლატატა იჯდა, პატიმრები, რომლებიც ზონაზე ყველაფერს წყვეტდნენ. ვეფხო ისევ გაფხორილი შემოვიდა, ყველას მიესალმა, მერე მაყურებელს შეხედა და ჰკითხა, რისთვის დამიბარეო.
,,ამ კაცს შენთან საქმე აქვს. ჩვენი ძმაა, გიორგა ჰქვია და მოუსმინე'', _ უთხრა მაყურებელმა და ანიშნა, ჩამოჯექიო. ვეფხო ჩამოჯდა და გიორგის კითხვაზე, რისთვის დაგიჭირეს, მოყევიო, ზუსტად იგივე გაიმეორა, რაც წინა დღეს მოყვა.
,,რამდენი წლის იყო ის ფორმიანი, ხომ არ იცი?!'' _ ჰკითხა გიორგიმ.
,,არ ვიცი, არ მიკითხავს'', _ გაიღიმა ვეფხომ. ამისAშემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა _ გიორგი ნარიდან წამოხტა, ფეხი მოიქნია და ვეფხოს თავში მოარტყა. ის სკამიდან გადავარდა, იატაკზე გაგორდა და სანამ აზრზე მოვიდოდა, ფეხი კიდევ ერთხელ მოხვდა სახეში და ცხვირ-პირიდან სისხლმა იფეთქა.
,,ასე არ გამოვა გიო, ჯერ დაჯექი, მოყევი რა ხდება. მე დეტალები არ ვიცი. ვუთხრათ ძმებს, რას ვერჩით ამ კაცს'', _ ხმამაღლა თქვა მაყურებელმა. ვეფხო წამოჯდა, ჯერ კარს გახედა, მერე გიორგის და კბილებში გამოსცრა: ,,ბესპრიდელშიკობ თუ ნაბოზვრებს იცავ?!''
საქმეში მაყურებელი ჩაერთო. ახლა მისი მოქნეული ფეხი მოხვდა ვეფხოს სახეში, თუმცა გიორგისგან განსხვავებით, მაყურებელმა ახსნა-განმარტებაც მიაყოლა, აქაოდა, ვიღაც ბეზპრიდელშიკობს ან ნაბოზვრებს იცავს და მე, ზონის მაყურებელი ჩუმად ვარო?!
,,ჩემი კლასელი და ბავშვობის ძმაკაცი მუშაობდა იმ სლოტებში დაცვაში. ამ სირმა მაყუთი რომ წააგო და თან ასი ლარიც არა, მერე დაიწყო აპარატის დამტვრევა. დაცვამ გარეთ გაყვანა დაუპირა. ამან დაცვასაც აგინა. შემოარტყეს აზრზე მოსაყვანად და ამან სირბილი დაიწყო სლოტების დარბაზში, თან იგინებოდა. ბოლოს კარისკენ გავარდა და ამ დროს კარში ჩემი ძმაკაცის ძმა შემოდიოდა, პატარა ბიჭი, მასწავლებელთან ემზადებოდა, მერე ძმას გამოუვლიდა და სახლში მიდიოდნენ ერთად. 16 წლისაც არ იყო და ამ სირმა დანა დაარტყა და გაიქცა. ხელში ჩააკვდა ჩემს ძმაკაცს თავისი გაზრდილი ძმა. ჰოდა, ზონაზე თქვა, ძაღლი მოვკალიო და მაყურებლობაც დაირტყა. ,,მალალეტკებში'' ინფორმაციის ნაკლებობა ყოველთვის იყო და პოლიციელის მკვლელს ეგრევე ჩოხა ჩააცვეს. ახლა ჩვენ გვაბოლებს...'' _ აღარ დაასრულა გიორგიმ და ვეფხოს ისევ უთავაზა.
,,მოიცა'', _ გააჩერა მაყურბელმა, _ აცადე, თავი იმართლოს.
ვეფხო სკამზე ჩამოჯდა, სახიდან სისხლი მოიწმინდა და ჩუმად დაიწყო: ,,პოლიციელი მეგონა ისიც. რაღაცნაირი ქურთუკი ეცვა. ვერ გავარჩიე და დავარტყი დანა. რომ მცოდნოდა პატარა ბიჭი იყო, ხომ არ დავარტყამდი?!''
,,და გუშინ რომ გკითხე, რამდენი წლის იყო-მეთქი, შენ რა მიპასუხე?'' _ ჰკითხა მაყურებელმა და ფეხზე წამოდგა. ახლა უკვე გიორგიმ გააჩერა მაყურებელი და ბიჭებს უთხრა, მარტო დაგვტოვეთო. საკანში მაყურებელი, ვეფხო და გიორგი დარჩნენ. ერთი საათის მერე გამოვიდნენ იქიდან. ორი კვირა იწვა ციხის ,,ბალნიჩკაზე'' ვეფხო. იქიდან დაბრუნებულს კი ,,კაზლიატნიკის'' კარიც ფართოდ გაუღეს და მის ,,კაი ბიჭობასაც'' დიდი წერტილი დაუსვეს.
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში