Menu
RSS

ავსტრიელი ჟურნალისტებისთვის თბილისის სპეცოპერაციის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

სანახაობრივი და სასიკვდილო ანტიტერორისტული ოპერაცია საქართველოს დედაქალაქ თბილისში: ბინაში დაბანაკებულმა ტერორისტებმა სამართალდამცავებს, რომლებმაც მათთან შესვლა სცადეს, ცეცხლი გაუხსნეს. სპეცოპერაციის შედეგი: 4 გარდაცვლილი. ავსტრიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ შორის იყო ჩეჩენი ტერორისტი აჰმედ ჩატაევი, რომელიც წლების განმავლობაში ვენაში, სოციალურ ბინაში ცხოვრობდა.
ანტიტერორისტული ოპერაცია გეგმის მიხედვით არ განვითარდა _ მხოლოდ ერთი ბინა უნდა აეღოთ, მაგრამ ასეთ წინაამღდეგობას არავინ ელოდა. შეიარაღებული ტერორისტები 20 საათზე მეტხანს უწევდნენ წინააღმდეგობას სამართალდამცავებს და ჩვეულებრივი სპეცოპერაციის ადგილი ,,სისხლის ტბად'' გადაიქცა. სამი ტერორისტი მოკლეს, ერთი სპეცრაზმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შესაბამისი უწყებები ამ დრომდე არ ახმაურებენ სპეცოპერაციის მიზეზსა და დეტალებს _ მოკლულების ვინაობას, მაგრამ ვენის მკვიდრმა ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ჩატაევის ყოფილი მეზობელი იყო, იგი გავრცელებულ ფოტოებზე ამოიცნო და პრესას შეატყობინა.
კულუარებში საუბრობენ, რომ ეს სპეცოპერაცია მიზანმიმართული იყო კონკრეტულად აჰმედ ჩატაევის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი იყო ისლამური სახელმწიფოს ტოპტერორისტი, რომლის შესახებაც გაზეთი „კრონეც“ წერდა. ჩატაევი ცხოვრობდა ყოფილ მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად. მისიოჯახის შემოსავალი სახელმწიფო სოციალური დახმარება იყო. ავსტრიისთვის საინტერესო გახდა ისიც, რომ თბილისში იმ ბინის მესაკუთრე, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ჩეჩენი ქალია და ისიც, წლების განმავლობაში ავსტრიაში ცხოვრობდა.
საკმაოდ ნაცნობი შემთხვევაა, როცა ავსტრიაში აღიარებული ლტოლვილები, რომლებიც ადრე ეძებდნენ თავშესაფარს, საბუთების მიღების შემდეგ, მუშაობისა და მშვიდი ცხოვრების ნაცვლად, სხვა და სხვა ქვეყანაში, ტერორისტულ ბანაკებში მიდიან ან საომარ მოქმედებებში ერთვებიან.
ლევან ხვედელიძე

დაბრუნება დასაწყისში