ფანქრები ძველი გაზეთებისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კენიაში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ, რომელსაც ორი ძმა ხელმძღვანელობს, ძველი გაზეთებისგან ფანქრების წარმოება დაიწყო. საწარმოს თანამშრომლები გაზეთებს საჭირო სიგრძეზე ჭრიან, შიგნით გულებს დებენ და ახვევენ. იმ დროს, როცა მთელ მსოფლიოში ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა უსწრაფესად მცირდება, ამ აფრიკულ ქვეყანაში პირიქით - მათი რაოდენობა იზრდება, რადგან მოსახლეობის 40%-ს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და ტელევიზიაზე, ამიტომ ახალ ამბებს ისინი გაზეთებიდან იგებენ. ამ მიზეზით იზრდება გაზეთების რაოდენობაც, რომლებიც მერე ნაგავსაყრელზე ხვდებიან. ძმებმა ომარებმა ამ ნაგვის შემცირება გადაწყვიტეს, შემოსავლის წყაროც გაიჩინეს და ქველმოქმედებასაც ეწევიან. გაზეთის ორი გვერდიდან სამი ფანქარი გამოდის, თუმცა საბოლოო სახემდე, დამუშავების ცხრა ეტაპს გადის. მზა პროდუქციის ყოველი პარტიიდან ფანქრების ნაწილი ბავშვებს ურიგდებათ, ღარიბი რაიონებიდან.