Menu
RSS

„შარვლის შეხსნა დაიწყო, მინეტი მინდა, სექსი მერეო. პარიკი მოვიძრე და მკაცრად ვუთხარი, მანქანა გააჩერე, შე სირო-მეთქი“

არქიფო სეთურის არ იყოს, მთავარი მოფიქრებაა (არქიფოს შემთხვევაში, იმედის), თორემ თუ მოიფიქრებ, მერე უკვე ადვილია მოქმედება. პატიმრები ძირითად დროს ფიქრში ატარებენ და ათას ცუდსა თუ კარგს ფიქრობენ, შემდეგ გადიან ამ იდეებით დახუნძლულები და ან ისევ ციხეში ხვდებიან, ან იდეას ვერ ახორციელებენ, ერთეულებს კი უმართლებს და ფულს შოულობენ.
ტატო ჯ. ,,იდეინი'' ვინმე იყო. ისეთ რამეებს მოიფიქრებდა ხოლმე, ზოგი გიჟს ეძახდა, ზოგი უწონებდა, რეალურად კი ტატოს იდეებს შეფასება ქუთაისელმა დათოიამ მისცა. ,,ჯღანაობაში ატარებს ,,სროკს'' და შეეშვით'', – დასვა დიაგნოზი დათოიამ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტატოს მსმენელი არასოდეს აკლდა.
– რისთვის დაგიჭირეს? – ჰკითხა ერთხელ პატიმარმა #0578-მა.
– საჭმლის ფული არ მქონდა, გადასახადებს ვერ ვიხდიდი, იქ უფასოა ყველაფერიო, მითხრეს და წამოვედი მეც, – გაიკრიჭა ტატო.
– სერიოზულად გეკითხები, – ხმას აუწია #0578-მა.
– რატომ დამიჭირეს და იდიოტი რომ ვარ, მაგიტომ. მთვრალი გამოვედი გარეთ და იარაღი მედო ჯიბეში. სარაჯიშვილის მეტროსთან ვიღაც ამიშარდა, გავაძრე იარაღი, მოგკლავ-მეთქი და კი გადამიგრიხეს ხელები. მომცეს სამი წელი, ძმას ვენაცვალე და, კი ვზივარ აგერ, – დატკბა ტატო.
– შენზე მითხრეს, ვიღაცას ატერორებდაო, – გაუგრძელა #0578-მა.
– არ იყო ეგ ტერორი, იდეა მომივიდა, იდეა და განვახორციელე. აქაც, რაღაცებს რომ ვყვები ხოლმე, ხალხის რეაქციებს ვუყურებ, თუ იდიოტებმაც მასხრად ამიგდეს, ვთვლი, რომ სისულელეა, ხოლო თუ იდიოტებიც ჩაფიქრდნენ, მაშინ მეც ვფიქრობ იმ იდეაზე და ვხვეწ, – აუხსნა ტატომ.
– გარეთ რა იდეა მოგივიდა? – გაიცინა #0578-მა.
– კი არ მომივიდა, თავზე დამეცა. მეზობელი მყავდა ერთი... პრინციპში, რატომ მყავდა, მყავს რა. თანამდებობა, უზარმაზარი ჯიპი, ლამაზი ცოლ-შვილი, ყელზე იმხელა ჯაჭვი ება, კავკასიური ნაგაზი ვერ გაწყვეტდა. ჰოდა, ერთ დღეს მაგარი ,,ბუხოი'' ძმაკაცს გავყევი, ცირკთან ქალები ავაგდოთო. არც ფული გვქონდა, არც – რამის თავი. ,,იტოგში'', ტროტუარზე მივწექი და მიმეძინა. არ ვიცი, რომელ საათზე გამეღვიძა, მაგრამ წვიმამ გამაღვიძა, უკუნი იყო. აზრზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოვდიოდი, სად ვიყავი, რა მინდოდა, ვიხსენებდი. იქვე ორი ქალი იდგა. ის იყო, უნდა წამოვმდგარიყავი და ქალებისთვის სიგარეტი მეთხოვა, რომ ფეხებთან ჯიპმა ,,დაუტორმუზა''. საშენო არავინ გვყავსო, მიაძახა ერთ-ერთმა და ფანჯარაში თავი შეყო. იქ რაზე საუბრობდნენ, არ მესმოდა და როცა მანქანა წავიდა, ის ჩემი მეზობელი ვიცანი. წამოვდექი, მივედი ქალებთან, სიცილით მითხრეს, ცოცხალი ყოფილხარო, სიგარეტი მომცეს და როცა ვკითხე, იმას რატომ არ გაყევით-მეთქი, ასევე სიცილით მითხრეს, იმას შენ გაყოლოდი, ბიჭები აინტერესებს, ქალები არ უყვარსო. მართლა-მეთქი და კი, მართლაო.
მეორე დღეს ისევ მივედი იმ ქალებთან, ,,მამაშა'' ვიკითხე, ერთ დაბალ დედაკაცთან მიმიყვანეს, ამას ელაპარაკეო. ვუთხარი, მე კაცები მაინტერესებს, ოღონდ ყველას ვერ გავყვები აი, გუშინ რომ კაცი იყო, იმისნაირებს გავყვები-მეთქი. დაუძახა ქალებს, გუშინ ვინ იყოო და იმათაც აუხსნეს. ,,მამაშამ'' მაშინვე ,,გამიიასნა'', რომ წაყვები, ას ლარზე ნაკლებს არ გამოართმევ და იქიდან ნახევარი ჩემიაო. დავთანხმდი და ვუთხარი, რა დროსაც უნდა მოვიდეს, დამირეკეთ და გამოვალ-მეთქი.
მერე მეორადებში წავედი, ჩემი ზომა კაბა ვიყიდე, ლიფიც ვიყიდე, იაფფასიანი პარიკიც, პომადაც და... მესამე დღეს დამირეკა ,,მამაშამ'', გამოდი, გელოდებაო. გამოვეწყვე და ტაქსით გავვარდი. ერთი შემხედა, მაგრამ რას მიცნობდა და თან იმ უკუნეთში. მარტო ის მკითხა, მინეტს ხომ აკეთებო და თავი რომ დავუქნიე, მანქანაში ჩაჯექიო. ავტომობილი დაძრა თუ არა, მაშინვე შარვლის შეხსნა დაიწყო, სანამ საუნამდე მივალთ, მინეტი მინდა, სექსი მერეო. პარიკი მოვიძრე და რაც შეიძლებოდა მკაცრად ვუთხარი, მანქანა გააჩერე, შე სირო-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, მაინც ვერ მიცნო და ვუთხარი, ტატო ვარ, შენი მეზობელი, მანქანა გააჩერე-მეთქი. გააჩერა და გაოცებისგან პირი დააღო. არ ვიცოდი, შენც თუ ასეთი იყავიო, ღიმილით მითხრა. სილა გავაწანი და ცხვირთან დანა დავუტრიალე, თუ არ გინდა ყველაფერი ,,გაგიბაზრო'' და უბანში თავი მოგჭრა, თან ცოლ-შვილმაც გაიგოს, თვეში ათასი დოლარი უნდა გადამიხადო-მეთქი. კინაღამ გაგიჟდა. მოკლედ, საბოლოოდ ათას ლარზე შევთანხმდით. ყოველი თვის ბოლოს ანგარიშზე მისვამდა და ვცხოვრობდით ასე, სიამ-ტკბილობით მეზობლები. პურის ფული მაინც არ მქონდა საჩალიჩო რა. მერე ვიფიქრე, სხვებიც ხომ არ ავაგდო-მეთქი და ჩემი კაბით წერეთელზე, გამოფენასთან წავფრატუნდი. იქაურმა ქალებმა კინაღამ მცემეს, კონკურენტი ხარო, არ გამაჩერეს საერთოდ. ,,იტოგში'', იმ ერთ მეწველ ძროხას დავჯერდი და...
სამი თვის შემდეგ სადარბაზოში ტიპები დამხვდნენ, ნასვამი ვიყავი, მაგრად მცემეს და ბოლოს, მითხრეს, იმას ან შეეშვები, ან არადა, შემდეგში ,,დაგბრიდავთ'', თუ ,,გააბაზრებ'' რამეს, მაინც ,,დაგბრიდავთო''. დავადექი მეორე დღეს სამსახურში, ხუთი ათასი დოლარი მომეცი და ყველაფერი დავივიწყოთ-მეთქი. საბოლოოდ ხუთი ათასი ლარი მომცა და მერე ის მოხდა, რაც გითხარი, – დაასრულა მონოლოგი ტატომ.
– ახლა რას აპირებ? – ღიმილით ჰკითხა #0578-მა.
– რა უნდა დავაპირო? რომ გავალ, ისევ იმას ხომ არ მივადგები? თან გავიგე, ცოლი გაშორდაო და ეჭვი მაქვს, უჩემოდ ,,გაუბაზრდა'' ,,პიდარასტობა''. ამიტომ გეუბნები, მთავარი იდეაა, თორემ მერე ფულის შოვნა ადვილია, – თვალი ჩაუკრა ტატომ #0578-ს და თავის საკნისკენ წავიდა.
პატიმარი #0578

back to top