გაქცევა არ არის გამოსავალი, ჩვენი ახალგაზრდა უნდა იყოს კონკურენტული მოქალაქე მსოფლიოს მასშტაბით - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძალიან ბევრი ახალგაზრდა წავიდა და ძალიან ბევრი აპირებს ქვეყნის დატოვებას, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ის განათლება რასაც ისინი აქ იღებენ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აქ სამსახური იშოვო და ნორმალური ანაზღაურება გქონდეს, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.  

 ხაზარაძე მიიჩნევს, რომ განათლების სერიოზული რეფორმის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა.

„განათლების სერიოზული რეფორმის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. ვინ უნდა გააკეთოს ეს? უნდა გავაკეთოთ ჩვენ. მე ჩემი გამოცდილებით ვფიქრობ, რომ იმით, რაც გამიკეთებია ამ სფეროში და ძალიან წარმატებულად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტის განათლების სისტემაზე უნდა გვქონდეს აღებული ორიენტაცია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელ დამთავრებული ან სკოლა დამთავრებული ჩვენი ახალგაზრდა უნდა იყოს კონკურენტული მოქალაქე მსოფლიოს მასშტაბით, ეს უნდა იყოს მიზანი“, - აცხადებს ხაზარაძე.

 მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ გაქცევა არ არის გამოსავალი და საქართველოს გააჩნია პოტენციალი შექმნას წარმატებული განათლების სისტემა.

 „გაქცევა არ არის გამოსავალი, მე არასდროს გავქცეულვარ არცერთ პრობლემას და ვარ საქართველოში, ვიქნები საქართველოში თქვენთან ერთად, იმისათვის, რომ სერიოზული განათლების სისტემა შევქმნათ. მე დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ, დარწმუნებული ვარ საქართველოში უამრავი ტვინია, გამოცდილების მქონე ადამიანები, ისევე როგორც ემიგრაციაში, რომელთაც ძალუძთ სერიოზული წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა“, - აცხადებს ხაზარაძე.