„მებრძოლმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუშიშვილმა - კარიერის შეხვედრა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გორში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში, ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები გაიმართა. ეს ტრნირი ძალიან პრესტიჟულია და მასში გამარჯვება არამარტო სოლიდური პრემიალურებით აისახება, არამედ მონაწილეობასაც საკმაოდ ტიტულოვანი ძიუდოისტები იღებენ. ასე იყო ამჯერადაც და ტურნირის ფავორიტად შფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ გახლდათ შერაცხული, რომლის ღირსებასაც ლედენდარული ტედი რინერი იცავდა. მსოფლიოს ათგზის, ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონ რინერს 2010 წლის შემდეგ მხოლოდ 3 ბრძოლს ჰქონდა წაგებული და აგერ, მეოთხე გორში წააგო. თანაც გურამ თუშიშვილთან, ჩვენს ფალავანთან, რომელზეც სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ადრე თუ გვიან, რინერს აუცილებლად დაამარცხებდა.

ჰოდა, გურამმა ოცნება აისრულა და ყველა დროის საუკეთესო ფალავნად შერაცხულ რინერს მარცხი აგემა. ტურნირის გამარჯვებული ქართული კლუბი, „მებრძოლი“ გახდა, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ამ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი, თუშიშვილი-რინერის ჯახი იყო. სხვათა შორის, შეჯიბრს პირდაპირ ეთერში ევროპის რამდენიმე ქვეყანა გადასცემდა და იქცა მთავარ მოვლენად სწორედ რინერის მარცხი აღარეს.