„სუპერსასმელი“ კორეელებისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩრდილოეთ კორეაში, მრავალრიცხოვანი აკრძალვების ფონზე, რეკლამა გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივებს ახალ „სუპერსასმელს“ სთავაზობს. ამბობენ, რომ ის თავის ტვინის უჯრედებს ზრდის. სასმელს რეკლამას ქვეყნის სიახლეთა სააგენტო უწევს. სახელიდან გამომდინარე, წვენს მორანბონგში - დედაქალაქ ფხენიანის გარეუბანში მდებარე კომპანია უშვებს. სასმელი 60 ტიპის მიკროელემენტს შეიცავს და 30-ზე მეტი სახეობის მცენარისგან მზადდება. სასმელს აქვს, როგორც პროფილაქტიკური, ასევე, სამკურნალო თვისებები. ის აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებსა და მეხსიერებას ტვინის უჯრედების გაზრდის მეშვეობით, - ნათქვამია რეკლამაში. სასმელი ნაოჭის გაჩენასაც ებრძვის და ადამიანს ინფარქტებისგანაც იცავს.