Menu
RSS

მოღალატე ცოლების დასჯის შემზარავი მეთოდები

რამდენიმე დღის წინ, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში შემზარავი ფაქტი მოხდა _ ეჭვიანობის ნიადაგზე, ქმარმა მეზობელი კაცი თანამზრახველებთან ერთად დაიჭირა, ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ამ ყველაფერში 15 კაცი მონაწილეობდა, დაახლოებით ასი კაცი კი სეირს უყურებდა და მოვლენებს ტელეფონით იღებდა. საქმეზე ძიება დაწყებულია, სამართალდამცავებს რამდენიმე ეჭვმიტანილიც დაკავებული ჰყავთ, თუმცა დაზარალებულის ოჯახი მაინც უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ წამებაში მონაწილე ყველა პირი დაკავებული არაა. რას დაადგენს ძიება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ცნობილი, მანამდე კი იმას გეტყვით, როგორ და რა ფორმით სჯიდნენ მოღალატე ცოლებს ის პატიმრები, რომლებიც სასჯელს სწორედ ამის გამო იხდიდნენ.
გუჯა მ. სასჯელს ცოლის მკვლელობის გამო იხდიდა. როგორც პატიმრები ამბობდნენ, მას საყვარლის მოკვლა უნდოდა, თუმცა ცოლი შემოაკვდა. ამ თემაზე საუბარს გუჯასთან ყველა ერიდებოდა, თუმცა პატიმარმა #0578-მა ერთ დღეს მაინც გაბედა და პირდაპირ ჰკითხა, საყვარელს თუ კლავდი, ცოლი როგორ შემოგაკვდაო?!
,,არ ვიცი, ჩემო მეგობარო, ვინ გაავრცელა და ვინ მოიფიქრა ის, თითქოს ცოლის მოკვლა არ მინდოდა... პირიქით, ძალიანაც მინდოდა და მოვკალი კიდეც, აი, საყვარელი ვერ მოვკალი, არ მოკვდა, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, საყვარელს რას ვერჩოდი, მისცა ქალმა საბაბი და იმანაც შეუბერა... მოკლედ, ერთხელ მითხრა ძმაკაცმა, სახლიდან რომ გავდივარ და წესით, მთელი ღამე სმენაში უნდა ვიყო, მოულოდნელად ვბრუნდები სახლში, ვითომ რაღაც დამრჩა, ასე ცოლს ვაკონტროლებ და არც იმას სწყინსო. მერე მითხრა, შენ არ გიცდიაო და არა-მეთქი რომ ვუთხარი, გირჩევ, გააკეთოო. ეს რჩევა კი არა, მინიშნება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ცოლი რქებს მადგამდა. წამოვედი ერთხელაც სმენაში, სახლიდან იარაღიც წამოვიღე. მთელი დღე ვფიქრობდი, მთელი დღე და... ღამის პირველ საათზე სახლში დავბრუნდი. ჩუმად, უხმაუროდ გავაღე სახლის კარი და საძინებლიდან ხმები გავიგონე. იარაღი გადავტენე და საძინებლის კარი შევაღე. ზემოდან იყო ვიღაც ტიპზე ჩემი ცოლი გადამჯდარი და უბერავდნენ. ცოლს თავში დავუმიზნე და გამოვკარი. დაყვირებაც ვერ მოასწრო, ისე გაასხა ტვინი და გადავარდა. იმ კაცს შიშისგან ენა ჩაუვარდა. შვიდი ტყვია ვესროლე და შვიდივე მოვარტყი. ყველა წელსზემოთ მოხვდა, მკერდის არეში. სროლაზე მეზობლებიც შემოცვივდნენ, პატრულიც მოვიდა და დამაკავეს. სასამართლოზე გავიგე, რომ ის კაცი გადარჩა, ცოლი კი მოკვდა. ისო, ესო... აფექტიო... მოკლედ, ჩალიჩით და მთელი ამბებით, რვა წელი მომისაჯეს. მაგარი ღადაობა გითხრა? ხელი არ მქონდა ცოლთან მოწერილი, შვილები არ გვყავს, სახლი რომ ვიყიდე, ცოლის სახელზე გადავაფორმე და ახლა ის სახლი მემკვიდრეობით ცოლის ძმას ერგო. ჰოდა, გაყიდა სახლი და ჩემი ნაყიდი სახლით, ახალი სახლი იყიდა თავისთვის. აქედან მკვლელის სახელით ხომ გავალ და წასასვლელიც არსად მექნება, არაფერი დამრჩა, საერთოდ არაფერი'', _ მწარე ღიმილით თქვა გუჯამ.
,,მოიცა, კაცო, ერთ კაცს 7 ტყვია მოარტყი, ქალი მოკალი და რვა წელი მოგცეს?! და იმ ჩემი ცოდვით სავსე ზაზამ რა გააკეთა ასეთი, 12 წელი რომ მიარჭვეს? ვიცი, ეგეც ცოლის თემაზეა, მაგრამ არ მოუკლავს...'', _ გაიხსენა #0578-მა გვერდით კამერაში მყოფი პატიმარი.
,,ჰოო... ეგ მძიმე შემთხვევაა. ნახე, მოგიყვება, არ მალავს ეგეც, პირიქით, იმუქრება, რომ გავალ, თუ სადმე გადავეყარე, უარესს ვუზამო'', _ თქვა გუჯამ და #0578-იც გვერდით კამერაში გავიდა.
ზაზა ბ. ასე 50 წლამდე კაცი იყო, მისჯილი 12 წლიდან ნახევარი მოხდილი ჰქონდა და ,,სროკს'' გაეტეხა, წელში მოეხარა, კბილები გაფუჭებული ჰქონდა. #0578 ნარზე ჩამოუჯდა, უცნაურად გაიღიმა, რადგან თავადაც მიხვდა, პატიმრისთვის საჩოთირო თემაზე უნდა ესაუბრა და თან ყოველგვარი შესავლის გარეშე დაეწყო. ან რა შესავალი უნდა მოეფიქრებინა ისეთი, რომ ლამაზად გამოსულიყო?! ამიტომ, პირდაპირ ჰკითხა: ,,ზაზა, გუჯა მიყვებოდა ახლა თავის ამბავს, მერე ისიც თქვა, რვა წელი მომცესო და... როგორც ვიცი, შენ არავინ მოგიკლავს და 12 წელი რა ამბავია?! გაგწირეს?''
ზაზამ ყურადღებით შეხედა #0578-ს, კაცმა არ იცის, რა გაიფიქრა, მერე კი ერთადერთი სიტყვა გადმოაგდო _ ,,ვაწამე...''
#0578 უფრო დაინტერესდა და რაღაცის სათქმელად პირიც გააღო, მაგრამ მიხვდა, ზაზა თავად გააგრძელებდა და არც შემცდარა.
,,პირველი ცოლი რომ მოვიყვანე, 16 წლის ვიყავი და თავი ყველაზე ბედნიერი კაცი მეგონა. შვილები, მერე შვილიშვილი... ჰოდა, ერთ დღეს გავიდა ცოლი სახლიდან პურის საყიდლად და მაღაზიის კარს მიასრისა მანქანამ. ორი წელი ვიარე ასე, მარტო. მერე ჩემი მეორე გოგოც გათხოვდა და სულ მარტო დავრჩი სახლში. დილით სირბილი დავიწყე, ვარჯიშს გულს გადავაყოლებ-მეთქი. ასე, სკვერში სირბილის დროს გავიცანი ხათუნა... ისიც ვარჯიშობდა. დავახლოვდით, მერე ყავაზე დავპატიჟე, მერე სახლში, მერე... მოკლედ, არავინ მყავსო და ნაქირავებში ცხოვრობდა. ცოლობა რომ შევთავაზე, დამთანხმდა. ასაკში კი იყო გვარიანი სხვაობა, მაგრამ მაშინ არც მე ვფიქრობდი მაგაზე და ის რას ფიქრობდა, აბა, რა ვიცი.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მითხრა შვილმა, შენ როცა სამსახურში ხარ, სახლში ვიღაც კაცი მიდის, მეზობლებმა მითხრესო. თავიდან მეგონა, იტყუებოდა, არ მოეწონათ შვილებს მათი დედის ადგილი რომ სხვას ერგო, მაგრამ როცა მეორედ და მესამედ მითხრა, ჩუმად ვიდეოთვალი დავამონტაჟე. ერთ კვირაში იმ ვიდეოთვალმა ისეთი ამბები გადაიღო, გერმანული პორნოგრაფიის ყველაზე მძაფრი სიუჟეტი მონაგონი გეგონებოდა. ბევრი, ძალიან ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მექნა... სამსახურიდან შვებულება ავიღე და სახლში დავჯექი, თან ცოლის რეაქციებს ვაკვირდებოდი. მესამე დღეს მითხრა, ქალაქში გავივლი და მოვალო. მივხვდი, სახლში ხელს ვუშლიდი. წავიდა, წავყევი... ვიღაც ტიპს შეხვდა, სავარაუდოდ, უხსნიდა, რომ მე სახლში ვიჯექი და ვერ შეხვდებოდა, მერე გემრიელად ,,დაუზასა'' და წამოვიდა. სოფელში, საკუთარ სახლში წავიყვანე და იქ დავაბი. ერთი კვირა გამდნარ ცელოფანს ვაწვეთებდი სხეულზე, მერე გავუშვი. საავადმყოფოში მივიდა, იქიდან პოლიციაში დარეკეს, სახლში ამიყვანეს და ასე გავხდი მწამებელი. მაგიტომ მომცეს 12 წელი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება... ახლა რომ გავალ, თუ სადმე შემხვდა, შეიძლება მოვკლა. ვერ მოვინელე, ვერ ვაპატიე...'', _ დაასრულა ზაზამ.
პატიმარი #0578

back to top