ბოტასი ცხენებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აკადემია The Shoe Surgeon-ის კურსდამთავრებულმა, დიზაინერმა მარკუს ფლოიდმა საკუთარი ბრენდის - Horse Kicks ჩაშვება დააანონსა, რომელიც ცხენებისთვის ბოტასის შეკერვაზე იქნება ორიენტირებული. სადებიუტო კოლექციისთვის ფლოიდმა ისეთი პოპულარული ბრენდების მოდელები გადააკეთა, როგორებიცაა Air Jordan 1, New Balance 650 და Yeezy BOOST 350 V2. ამ მოდელების საფირმო ნიშნები შენარჩუნებულია, ფეხსაცმელი კი ცხენის ჩლიქისთვისაა შეკერილი. ახალი „ნალები“ „ნათლობას“ მიიღებს წმინდა სისხლის ცხენების რბოლაზე - Breeders’ Cup, რომელიც მომავალ თვეში უნდა გაიმართოს. ფლოიდი მიიღებს შეკვეთებს ცხენების მფლობელებისგანაც. თუმცა, ეს „ნალი-ბოტასები“ გაცილებით ძვირი იქნება ჩვეულებრივზე - ერთ ცხენს რომ ასეთი „ფეხსაცმელი“ ჩააცვან, მის პატრონს 1200 დოლარის გაღება მოუწევს.