რატომ დატოვა რეალურად მესიმ „ბარსელონა“? - კატალონიელებმა სიმართლე თქვეს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ ლამის ორი წელი გავიდა, რაც ლიონელ მესი „ბარსელონადან“ „პსჟ“-ში გადაბარგდა, კატალონიემა გულშემატკივარმა მაინც ვერ მოინელა მისი გაშვება და კლუბის ხელმძღვანელობას დღემდე აკრიტიკებს. როგორც ჩანს, „ბარსას“ შეფების მოთმინების ფიალა აივსო და მათ ოფიციალური განცხადება გააკეთეს, თუ რა გახდა რეალურად არგენტინელის გაშვების მიზეზი. კლუბმა გამოაქვეყნა იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც ლეოს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სურდა. მაშ ასე:

პირველ რიგში, მესი 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა - 2023 წლამდე. მოთხოვნებში იყო ასევე პირადი ვიპ-ლოჟა „ნოუზე კამპზე“ თავისი ოჯახისთვის და ასევე მისი ყოფლი თანაგუნდელის და მეგობრისთვის, ლუის სუარესისთვის. მესი ითხოვდა 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს კონტრაქტზე ხელმოწერისთვის, ანუ ეს თანხა კლუბს უბრალოდ უნდა ეჩუქებინა. ლეოს სურდა, რომ ახალ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა არ ყოფილი ასტრონომიული, არამედ სიმბოლური და რეალური. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელფასის შემცირებაზე თანახმა იყო, მაგრამ მოგვიანებით დანაკლისის ანაზღაურებას 3%-იანი დანამატით ითხოვდა. გარდა ამ ყველაფრისა, მესის სურდა, რომ შობის დღესასწაულისთვის „ბარსელონას“ მისთვის პირადი თვითმფრინავი დაეფინანსებინა არგენტინაში წასასვლელად და წამოსასვლელად. და ერთიც - მისი მოთხოვნა იყო, რომ გადასახადების გაზრდის შემთხვევაში, ყველა დამატებითი ხარჯი ბარსელონას დაეფარა.

გაგიკვირდებათ და, კლუბი მზად იყო ეს მოთხოვნები შეესრულებინა, მხოლოდ ორი პუნქტის შეცვლას ითხოვდა - კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უნდა ყოფილიყო ის, რასაც კლუბი გადაწყვეტდა და ლეოს უარი უნდა ეთქვა 10-მილიონიან ბონუსზე, ანუ მხოლოდ ხელმოწერის სანაცვლოდ, 10 მილიონის გადახდა კლუბს არ უნდოდა. ლეოს აგენტები გაჯიუტდნენ და ბოლოს, როცა „ბარსას“ შეფები ფეხბურთელს პირადად ესაუბრნენ, მან დაადასტურა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებდა. საბოლოოდ, შეთანხმება სწორედ ამ ორი პუნქტის გამო ვერ შედგა და ახლა ვინ არის მართალი, თავად გადაწყვიტეთ.