ჰომეოპათია ჯანმრთელობას ვნებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰომეოპათიური პრეპარატები, თავისი მოქმედებით არ განსხვავდებიან პლაცებოსგან და შესაძლოა, მან ორგანიზმს ზიანიც კი მიაყენოს. ამას მოწმობს ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. ექიმი-ჰომეოპათები ამბობენ, რომ მათი პრეპარატები შველის დაავადებათა ფართო სპექტრს - უბრალო გაციებიდან, ონკოლოგიით დამთავრებული. მკვლევარებმა შეამოწმეს ჰომეოპათიური პრეპარატების ზემოქმედება ასთმით, ართრიტით დაავადებულებში, ასევე, მათშიც, რომლენსაც უძილობა აწუხებთ, გაციებულ და გრიპის მქონე პაციენტებში, ქრონიკული დაღლილობისას, ეგზემას, ქოლერას, დამწვრობის, მალარიისა და ჰეროინზე დამოკიდებულების დროს. აღმოჩნდა, რომ არცერთ შემთხვევაში, ჰომეოპათიურ წამლებს დადებითი ეფექტი არ გამოუვლენიათ. საგულდაგულოდ შემუშავებულმა კვლევებმა და მონაწილეების საკმარისმა რაოდენობამ აჩვენა, რომ ჰომეოპათია პლაცებოზე მეტი არაფრითაა, - აღნიშნავენ სწავლულები. მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც კონვენციონალური მედიცინის ნაცვლად ჰომეოპათიას ირჩევენ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდი რისკის ქვეშ აყენებენ. ამ შემთხვევაში, პაციენტი უარს ამბობს მიიღოს, ან დაგვიანებით იღებს იმ წამლებს, რომელთა ეფექტიანობა და უსაფრთხოება უკვე დამტკიცებულია.