ჭკვიანი ტატუ დაავადებებს აღმოაჩენს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთკორეელმა სწავლულებმა ჭკვიანი ტატუ შექმნეს, რომელიც ადამიანის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ შეაგროვებს მონაცემებს. სპეციალისტებმა ელექტრონული მელანი შეიმუშავეს, რომელიც თხევადი მეტალისა და ნახშირბადის ნანომილებისგან შედგება და ფუნქციონირებს, როგორც ბიოელექტროდი. ეს ინოვაციური მოწყობილობა შეიძლება მიუერთდეს აპარატს ელექტროკარდიოგრამის გადასაღებად ან სხვა ბიოსენსორს. ტატუს შეუძლია გადასცეს მონაცემები გულის კუმშვის სიხშირეზე და სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე. მათზე დაყრდნობით, მედიკოსებს შეუძლიათ წინასწარ დაადგინონ, რა დაავადება შეიძლება განვითარდეს. სწავლულები ამჟამად ტატუს დახვეწაზე მუშაობენ.