მალდივებზე უჩვეულო ვაკანსია გამოცხადდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მალდივის ერთ-ერთ კუნძულ კუნფუნადუზე ფეხშიშველა თანამშრომელს ეძებენ, რომელიც წიგნებს გაყიდის. ადგილობრივი წიგნის მაღაზია იწვევს ადამიანს, რომელსაც უყვარს თავგადასავლები, არის მეგობრული, შემოქმედებითი ნატურა და მზადაა, მხოლოდ და მხოლოდ ფეხშიშველმა იაროს. კუნძულზე, სადაც ლუქსის კლასის კურორტებია, მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც, ფეხსაცმლის ტარება აკრძალულია. გარდა ამისა, კუნფუნადოზე არ შეიძლება ახალი ამბების გაცნობაც. ეთიკური კოდექსი ასეთია: არავითარი ფეხსაცმელი, არანაირი ახალი ამბები. სტუმრებს მოუწოდებენ, ახლო კონტაქტი ჰქონდეთ მიწასთან, - აცხადებს კომპანია Ultimate Library-ის წარმომადგენელი.