არაბები სარკისებურ ცათამბჯენს ააშენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარკისებური შუშის გამოყენებით, ცათამბჯენის - Mirror Line აშენებას აპირებს. ის უდაბნოში განთავსდება და ქვეყანას მისი აშენება ერთი ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ცათამბჯენი უდაბნოს ქალაქ Neom-ის ნაწილი გახდება, რომლის შესახებაც საუდელმა პრინცმა, მოჰამედ იბნ სალმანმა, ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა. სარკისებური ცათამბჯენი ორი შენობით იქნება წარდგენილი, რომელთა სიმაღლეა 500 მეტრი და რომლებიც ერთმანეთის პარალელურად, 170 კილომეტრის მანძილზე - უდაბნოს, სანაპიროსა და მთის ლანდშაფტებზე განთავსდებიან. პრინცს სურს, რომ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდეს, თუმცა ინჟინრების თქმით, შესაძლოა, 50 წელიწადიც დასჭირდეს. ცათამბჯენი 5 მილიონ ადამიანს დაიტევს. გარდა ჩქაროსნული მატარებლისა, იქ ნავმისადგომიც მოეწყობა. Mirror Line-ში განთავსდება სტადიონიც - 300 მეტრის სიმაღლეზე. პრონცი სალმანი ამტკიცებს, რომ ცათამბჯენი სრულად უსაფრთხო იქნება გარემოსთვის, თავად პროექტი კი ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და ნავთობით მდიდარ ქვეყანას ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებას შეუმსუბუქებს.