სკოლის მოსწავლე მილიონერი გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ იზაბელა ბარეტმა მოდის საკუთარი ბრენდი აამოქმედა და 15 წლის ასაკში, მილიონერი გახდა. ცნობილია, რომ ამჟამად ახალგაზრდა მეწარმის ქონება 2 მილიონ დოლარზე მეტია, მისი ხარჯები კი კვირაში 25 ათას დოლარს შეადგენს. პირველი მილიონი გოგონამ ტანსაცმლის ხაზითა და ბიჟუტერიით იშოვა, რაც მალევე, ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. წარმატებული ბიზნესის წყალობით, იზაბელა კერძო ვერტმფრენით დაფრინავს, დროს ატარებს იახტებზე და თავს ძვირადღირებული საიუველირო ნივთებით იწონებს. გარდა ამისა, ის ხშირად ჩნდება ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე, მონაწილეობს სილამაზის კონკურსებში და სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში.