მარილი სიცოცხლეს ორი წლით გვიმოკლებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკვე მზა კერძში მარილის რეგულარულად დამატება ნაადრევი სიკვლილის რისკებს 28%-ით ზრდის. ასეთი ჩვევის მქონე, დაახლოებით, 50 წლის მამაკაცები ორი წლით ნაკლებს ცოცხლობენ, სუსტი სქესის წარმომადგენლები კი - წელიწადნახევრით ნაკლებს მათთან შედარებით, რომლებიც მზა კერძებს არ ამარილებენ. ასეთი დასკვნები დადეს ამერიკელმა სწავლულებმა ცხრაწლიანი კვლევისა და 500 ათასი ბრიტანელის მონაცემების გაანალიზების შემდეგ.

კვლევისას, სპეციალისტებმა სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს, რაც გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მათ შორის, მოწევა, ფიზიკური აქტივობა, სხეულის მასის ინდექსი, რაციონი და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა. გაირკვა, რომ მოხმარებული მარილის 70%-ს, ევროპელები ნახევარფაბრიკატებიდან და გადამუშავებული პროდუქტებიდან იღებენ, ხოლო ჭამის დროს, 8-დან 20%-მდე ამატებენ. თუკი საჭმელს ზედმეტად აღარ დავამარილებთ, უფრო ჯანმრთელები ვიქნებით, - მიაჩნიათ სწავლულებს.