რა სარგებლობა მოაქვს ბალს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილია, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა სეზონური ხილის მირთმევა. ახლა ბლის სეზონია და მოდით, გავიგოთ, რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენი ორგანიზმისთვის. ბალში ბევრი კალიუმია, რაც მნიშვნელოვანია ნივთიერებთა ცვლისთვის, ასევე, სითხის ბალანსისთვის ორგანიზმში. ხილში ჭარბადაა რკინა, რაც ანემიასთან გამკლავებაში გვეხმარება. ბალი სასარგებლოა შარდსასქესო სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის - ის ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. გარდა ამისა, ეს გემრიელი ხილი სასიკეთო გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე და ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების გაჩენას.

ბალი დიდი რაოდენობით შეიცავს „ბე“-ვიტამინსაც, რომლის წყალობითაც ძლიერი ხველის განკურნება და ასთმის შეტევის ჩახშობაა შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ დიდი რაოდენობით ბლის მირთმევა სახიფათოა დიაბეტიანებისთვის - მას შეტევის გამოწვევა შეუძლია. მომატებული მჟავიანობის გამო კი, ის სიფრთხილით უნდა მიირთვან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებმა. ჯანმრთელი ადამიანისთვის დღეში 300 გრამი ბალია რეკომენდებული.