103 წლის ქალმა პარაშუტით ხტომაში რეკორდი დაამყარა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედმა ქალბატონმა, 103 წლის რუთ ლარსონმა, პარაშუტით ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამბობს, რომ ძალიან მაგარი იყო ამის გაკეთება, რადგან დიდი ხანია, პარაშუტით ფრენაზე ფიქრობდა. ოცნების ასრულება მხცოვანმა ქალბატონმა დედაქალაქ სტოკჰოლმთან ახლოს, ქალაქ მუტალაში შეძლო. მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა პარაშუტით ტანდემში ხტომაში, ყველაზე ასაკოვან ადამიანებს შორის.