საქართველო-ბულგარეთი, ანუ რატომ ისმოდა სტადიონის მიმდებარედ - „გადადექი“

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა 4 შეხვედრა ჩაატარა და 10 ქულა დააგროვა. გულახდილად ვთქვათ - ასეთ შედეგს არავინ ელოდა და შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ. კიდევ ორი შეხვედრა გვაქს გასამართი, შინ მაკედონიასთან და სტუმრად გიბრალტართან და ამ ორ მატჩსი ერთი მოგებაც გვყოფნის. მაკედონიელები კი ამბობენ, თბილისში 4:0-ს მოვიგებთ, შინ წაგებული 0:3 რომ გადავფაროთო, მაგრამ ჩვენი ნაკრების სათამაშო ფორმიდან თუ სტილიდდან გამომდინარე, ეს ფანტასტიკის სფეროდ ჩანს. თანაც, მაკედონიელებს იმის იმედიც აქვთ, რომ გიბრალტარი ქქულებს დაგვაკარგვინებს, რაც ასევე წარმოუდგენლად ჩანს. მერე კი საპლეიოფო მატჩები იწყება და ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ მეტოქედ საბერძნეთი გვეყოლება, თუმცა იქამდე შორია. მანამდე კი ის ვთქვათ, რაც არამარტო ჩვენ, არამედ არცერთ გულშემატკივარს არ მოეწონა.

ბულგარეთთან შეხვედრა 20.00 საათისთვის იყო ჩანიშნული და ბევრი რომ არ გვეწვალა, ოჯახთან ერთად „დინამო არენის“ მისადგომებთან ექვს საათზე ვიყავით. უკვე არეულობა იყო, რადგან გაიჭედა საიტი tkt.ge, რომელზეც გულშემატკივართა უმრავლესობას ჰქონდა ბილეთი ნაყიდი. შესაბამისად, თუ ბილეთი ჩამოტვირთული არ გქონდა, ვეღარ ტვირთავდი და შესაბაამისად, შიგნით არ გიშვებდნენ. მოშლილი იყო სკანირების სისტემაც და ერთ კაცს დაახლოებით 3-4 წუთი უწევდა ტელეფონის ბრაგუნი სკანერზე, რათა აპარატს შტრიხ-კოდდი დაენახა. ჰოდა, ნელ-ნელა, ყველა შესასვლელთან ხალხი მოგროვდა და როცა დიქქტორმა შემადგენლობების გამოცხადება დაიწყო, „დინამო არენა“ სანახევროდაც კი არ გახლდათ შევსებული, გულშემატკივარი შიგნით უბრალოდ ვერ შედიოდა. აამავდროულად, გადამყიდველები აქტიურობდნენ და 5 ლარად ნაყიდ ბილეთებს 100 ლარად სთავაზობდნენ მსურველებს. ეს ცალკე უბედურებაა და ამის კონტროლიც შესაძლებელია, ბილეთები საპასპორტო მონაცემებით თუ გაიყიდება და შემდეგ ეს მონაცემები სტადიონზეც საჭირო იქნება, გადამყიდველების პრობლემა გადაიჭრება, მაგრამ საპასპორტო მონაცემები კი არა, ხელში რომ ბილეთი ჰქონდათ, ისეთ ხალხს უჭირდა შესვლა. ჰოდა, მტჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, ვიღაცამ „დინამო არენას“ ადმინისტრაციას გადადგომისკენ მოუწოდა და „გადადექი, გადადექი“ იქაც ისმოდა. შემდეგ კი ხალხმა იხუვლა და ბილეთიანი თუ უბილეთო ერთად შევიდა სტადიონის ტერიტორიაზე. მალე „დინამო არენა“ კიბეების ჩათვლით შეივსო და მატჩიც დაიწყო. შეიძლებოდა ამ შეხვედრის მოგება, თანაც მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, თუმცა უკვე კარგია, რომ ბულგარეთის დონის ნაკრებთან მიღწეული ფრე გულშემატკივარს აღარ აკმაყოფილებს.

ჰო, კიდევ ერთი - გასაგებია, რომ სტადიონზე ყველაფერი ძვირია და 400 გრამიაანი კათხა ლუდდი 7 ლაარი ღირდა, მაგრამ როცა იცი, რომ 50 ათასი გულშემატკივარი მოვა, ხომ შეიძლება, ცოტა მეტ ადგილზე გაიყიდოს ლუდიც, ჰოთ-დოგიც და სხვა გამაგრილებელი სასმელებიც. გარდა იმისა, რომ უზარმაზარი რიგები დადგა, სასმელ-საჭმელიც მალე გათავდა. 23 სექტემბერს მაკედონიას ვმასპინძლობთ, 26-ში კი გიბრალტარს ვსტუმრობთ და ჯგუფში პირველ ადგილს ოფიციაალურად გავიფორმებთ. შემდეგ კი ცოტა იღბალი და ბევრი მონდომება გვინდა და ასე ნანატრი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიც არ ჩანს აუხდენელ ოცნებად.