ბრიტანელ მოსწავლეებს მწერებით გამოკვებავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ბრიტანეთის სკოლების სასადილოებში დაქუცმაცებული მწერების კერძების გაყიდვას დაიწყებენ. საპილოტე პროექტი უკვე ამ დღეებში ამოქმედდება. მასში უელსის ოთხი სკოლის 4-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობენ. ჩვეულებრივ, ბრიტანელი მოსწავლეები სასადილოებში ლაზანიათი, პასტა ბოლობეზეთი და თევზეულის კერძებით იკვებებიან. თემატური კვლევების ავტორები მიიჩნევენ, რომ ბავშვები უფრო  მწერებიან საკვებს აირჩევენ, ვიდრე ტრადიციულ ხორციან კერძებს. მათი თქმით, მწერებში ბევრი ცილა და ვიტამინებია, თანაც მათი მოშენება უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე ფრინველებისა.

„გვინდა, რომ პატარებმა ალტერნატიულ ცილებზე იფიქრონ არა, როგორც მომავლის საკვებზე, არამედ, რეალური შეხება ჰქონდეთ მასთან“, - აცხადებენ პროექტის ავტორები. მსოფლიოში, დღეისათვის, მწერებს თითქმის ორი მილიარდი ადამიანი მიირთმევს, ძირითადად, იმ რეგიონების მოსახლეობა, სადაც ეს მათ კულინარიულ ტრადიციებთან შესაბამისობაშია.