სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მაატჩებისთვის მზზადებას იწყებს. ვილი სანიოლის შეგირდებს უმძმესი კალენდარი აქვთ - ჩვენმა გუნდმა ათ დღეში 4 ოფიციალური შეხვედრის ჩატარება უნდა მოასწროს და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დადოს შედეგი. სანამ მთავარ სათქმელსა და შემადგენლობაზე გადავალთ, საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგს გაგაცნობთ და გეტყვით, რომ აღნიშნული 4 მატჩის გარდა, ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდი 2 შეხვედრას სექტემბერშ გამართავს, თუმცა გადამწყვეტი სწორედ მოახლოებული 4 შეხვედრაა:

2 ივნისი - საქართველო - გიბრალტარი (20.00სთ.)

5 ივნისი - ბულგარეთი - საქართველო (22.45სთ.)

9 ივნისი - ჩრდ. მაკედონია - საქართველო  (22.45სთ.)

12 ივნისი - საქართველო - ბულგარეთი (20.00სთ.)

23 სექტემბერი - საქართველო - ჩრდ. მაკედონია (20.00სთ.)

26 სექტემბერი - გიბრალტარი - საქართველო (22.45სთ.)

რაც შეეხება შემადგენლობას. როგორც ვვარაუდობდით, სანიოლმა 30 ფეხბურთელს უხმო, რადგან ასეთი დატვირთვის გაძლება ყველას გაუჭირდება და როტაცია აუცილებელია. მეტიც, გვგონია, რომ პირველ შეხვედრაში ფრანგი სპეციალისტი ლიდერებს დაასვენებს, რადგან საეჭვოა, ლიდერების გარეშეც კი, მეთევზეებს ვერ მოვუგოთ. მითუმეტეს, გიბრალტართან შეხვედრის შემდეგ, უმძიმესი გასვლა გველის ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში.

ახლა არ დავიწყებთ განხილვას, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი სანიოლმა რამდენიმე ისეთ ფეხბურთელზე, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და არ უხმოს სხვას, თუმცა, როგორც კი სანაკრებო სია დაიდო, ლამის მთელი საქართველო აყვირდა, რატომ არ იყო შემადგენლობაში ბექა მიქელთაძე. ბექა ავსტრალიურ „ნიუკასლ ჯეტსში“ თამაშობს, იქ ჩემპიონატი ახლა დასრულდა, ქართველმა ფორვარდმა კი 13 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაც მითვალა და არამარტო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, არამედ სეზონის სიმბოლურ ნაკრებშც შეიყვანეს. სიის გამოცხადების შემდეგ, ტრავმა გაუმიზეზდა კვიპროსში მოთამაშე გიორგი ქვილითაიას, რომელიც ნაკრებში იყო გამოცცხადებული და გაირკვა, რომ ის თამაშს ვერ შეძლებს. ჰოდა, სწორედ მის ნაცვლად ჩასვა სანიოლმა მიქელთაძე, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი ვინმეს კი არა, ისედაც უნდა მოხვედრილიყო ეროვნულ გუნდში. რაც შეეხება შემადგენლობას, იგი ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ანორთოსისი“,- კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“ ბათუმი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე („დინამო“ დრეზდენი, გერმანია), ირაკლი აზაროვი, გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე (სამივე „დინამო“ ბათუმი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), საბა კვირკველია („გაგრა“);

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე („ჰათაიასპორი“, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვაკო გვილია („რაკუვი“, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“ ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე („ჰამბურგი“, გერმანია), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), თორნიკე ოქრიაშვილი („აპოელი“, კვიპროსი),

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე „დინამო“ ბათუმი), გიორგი წიტაიშვილი („ვისლა“, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე („უიპეშტი“, უნგრეთი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), ბექა მიქელთაძე („ნიუკასლ ჯეტსი“, ავსტრალია).