მამაკაცი ეგზოტიკურმა კერძმა შეიწირა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ქალაქ როჩესტერის მცხოვრები, 61 წლის მამაკაცი იშვიათი დაავადების გამო გარდაიცვალა, რომელიც ციყვის ტვინისგან მომზადებული საკვებიდან შეეყარა. მამაკაცი ჰოსპიტალში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც გონება დაებინდა. მან ლაპარაკის უნარი დაკარგა, შემდეგ კი ვეღარც მოძრაობდა, ხოლო კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე დღეში, გარდაიცვალა. გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტს კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადების სიმპტომები ჰქონდა - ტვინის დაშლა, რომელსაც ცილა-პრიონების მუშაობის დარღვევა იწვევს. მსოფლიოში ამ დაავადების რამდენიმე ასეული შემთხვევაა ცნობილი, რომელიც 80-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში, დაბინძურებული ძროხის ხორცის მოხმარებამ გამოიწვია, თუმცა როჩესტერის მცხოვრების დაინფიცირების მიზეზი გაცილებით ორიგინალური აღმოჩნდა. ახლობლების თქმით, მას ნადირობა უყვარდა და ბოლოს ციყვის ტვინისგან მომზადებული კერძი მიირთვა.