იაპონიაში სოლო-ქორწილები მოდაშია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში ახალი გატაცება აქვთ - მარტოხელების ქორწილები. რამდენიმე წლის წინ, კიოტოში მდებარე ტურისტულმა სააგენტო ჩერცა თრაველ-მა, შეისწავლა რა, ეს ბაზარი და გააანალიზა დემოგრაფიული მონაცემები, ახალი მომსახურების შესახებ განაცხადი გააკეთა და ეგრეთ წოდებული, სოლო-ქორწილების ორგანიზება დაიწყეს. 320 ათასი იენის სანაცვლოდ, გასათხოვარ ქალებს, რომლებიც ოჯახის შექმნას საერთოდ არ აპირებენ ან ამას შორეული მომავლისთვის გეგმავენ, შეუძლიათ, ქორწილი მხოლოდ საკუთარი თავისთვის გადაიხადონ: ერთი დღით გახდნენ „პრინცესები“ ბავშვური ოცნებებიდან.

ასეთი „პატარძლის პაკეტი“ მოიცავს ყველა ტრადიციულ ატრიბუტს, საქორწინო კაბას, პროფესიონალურ ფოტოსესიას და სასტუმროში ღამის (რასაკვირველია, მარტო) გატარებასაც კი. ამგვარი სოლო-ქორწილების კონცეფცია ტურისტული სააგენტოს თანამშრომელმა, ნაცუმი აკაიმ მოიფიქრა და თავადვე გახდა პირველი `პატარძალიც~. მას არ აკლია ყურადღება მამაკაცების მხრიდან, მაგრამ ოჯახური ცხოვრებით საერთოდ არაა დაინტერესებული.

ამის გამო, რატომ უნდა ვთქვა უარი თეთრ კაბაში გამოპრანჭვაზე, - აცხადებს აკაი. სერვისის ამოქმედებიდან დღემდე, იაპონიაში, უკვე უამრავი სოლო-ქორწილი შედგა და მისი პოპულარობა სულ უფრო მეტად იზრდება. ჩანს, კარგა ხანს, სააგენტოს კლიენტი არ მოაკლდება.