დიაბეტიანებს ტეკილას ურჩევენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი სწავლულები აცხადებენ, რომ ტეკილა კალორიების წვას უწყობს ხელს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ ამ სასმელის ზემოქმედებას სხვადასხვა ორგანოებზე და დაასკვნეს, რომ მისი მოხმარების შემდეგ, სისხლში შაქრის შემცველობა მცირდება. ამის მიზეზად, სწავლულები აგავას ბუნებრივ თვისებას ასახელებენ, რომელიც ტეკილას დამზადებისას, ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. სწავლულები კვლევებს მღრღნელებზე ატარებდნენ. ცხოველების ერთ ჯგუფს წყალში აგავას წვენს უმატებდნენ. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ ამ ჯგუფის თაგვებს სისხლში შაქრის გაცილებით ნაკლები შემცველობა ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებსაც ჩვეულებრივ წყალს ასმევდნენ. ამასთან, იმ თაგვების ორგანიზმში, რომლებიც აგავას წვენს იღებდნენ, ჰორმონი GLP-1 წარმოიქმნებოდა - ის ორგანიზმს საკვებით დანაყრების დროს უხანგრძლივებს და ინსულინს გამოიმუშავებს. ამის გამო, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ტეკილა დიაბეტიანი ადამიანებისთვის სასარგებლოა და წონაში კლებასაც ხელს უწყობს.