ქალმა ძვირფასი ვიოლინო ნაგავში იპოვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის დედაქალაქში, ნაგვის ურნასთან, ერთმა ქალმა ძვირფასი ვიოლინო იპოვა. ინსტრუმენტის ღირებულება 100 ათას ევროს შეადგენს. ის გასულ წელს, ელისეს მინდვრების ორკესტრის მუსიკოსს, ენრიკოს ტედეს მოპარეს, როცა ის მატარებლით გასტროლებზე მიემგზავრებოდა. როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, ქურდმა ანტიკვარული ვიოლინოს მყიდველი ვერ იპოვა, რადგან ის ადვილად ამოსაცნობია - ინსტრუმენტი XIX საუკუნის ვენეციელი ოსტატის, ჯულიო დეგანის ნახელავია. პოლიციამ ნაპოვნი ნივთი მუსიკოსს დაუბრუნა. მპოვნელმა კი ფულად ჯილდოზე უარი განაცხადა და მხოლოდ პარიზში ორკესტრის მომდევნო კონცერტის მოსაწვევები მიიღო საჩუქრად.