მძარცველები რჩევებს ექსტრასენსისგან იღებდნენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიაში, ქალაქ გენუის პოლიციამ სერიული მძარცველები დააკავა, რომლებიც ადგილობრივ სუპერმარკეტებს ძარცვავდნენ. დანაშაულის ჩადენამდე კი, ისინი დასახმარებლად მედიუმს მიმართავდნენ, თითქოსდა, ძარცვისთვის უფრო ხელსაყრელ დღეს ადგენდნენ. სამართალდამცველების თქმით, დაკავებულები ნარკომანები არიან და ახალი დოზებისთვის ფულის საშოვნელად ქურდობდნენ. ექსტრასენსი მათ კონსულტაციას უწევდა, ზოგჯერ ტელეფონით, თუმცა, აცხადებს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ბოროტმზრახველების ჩანაფიქრზე. ამბობენ, რომ მედიუმი მათ სიზმრებს „შიფრავდა“ - მას უნდა განესაზღვრა, ესა თუ ის თარიღი ფულის შოვნის შესაძლებლობას იძლეოდა თუ არა. პოლიციელების თქმით, ბოლო ძარცვის წინ, ქურდებს დაესიზმრათ, რომ თმაზე ცეცხლი ეკიდათ. მედიუმმა მათ გამდიდრება უწინასწარმეტყველა, რეალურად კი ისინი ციხეში აღმოჩნდნენ.