სააღდგომო ხე გერმანიაში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სააღდგომო ხე გერმანული ტრადიციაა. ამ რელიგიური დღესასწაულისთვის, ადგილობრივები ხეებს ან ბუჩქებს ფერადი სააღდგომო კვერცხებით რთავენ. ყველაზე ცნობილი, ზაალფელდში მდებარე ვაშლის ხეა, რომელიც კრაფტების ბაღში დგას. ოჯახის უფროსმა, ფოლკერ კრაფტმა სააღდგომო ხის მორთვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. 1965 წელს, ოჯახის წევრებთან ერთად, მან ვაშლის ხეს სულ 18 ცალი კვერცხი ჩამოჰკიდა. წლიდან წლამდე, კვერცხების რაოდენობა იზრდებოდა და 2012 წელს, მის სააღდგომო ხეს უკვე 10 ათასი ცალი კვერცხი ამშვენებდა. ვაშლის ხის მორთვაში კრაფტებს თანაქალაქელები ეხმარებოდნენ - უგზავნიდნენ კვერცხებს მთელი გერმანიიდან და უცხოეთიდანაც კი. შულ ბოლოს, პოპულარული ვაშლის ხე წლის აღდგომის დღესასწაულზე მორთეს.