რა დაგიჯდებათ სააღდგომო სუფრა - რეპორტაჟი „დეზერტირების ბაზრიდან“

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სააღდგომო სუფრის სამზადისი დაიწყო. დიდია ინტერესი იმ პროდუქტების მიმართ, რომელიც სააღდგომო სუფრისთვისაა საჭირო.

იმისა გასარკვევად, მომატებულია თუ არა ფასები პროდუქტებზე, „ჰოთნიუსი“ თბილისის ე.წ. დეზერტირების ბაზარს ეწვია:


ბაზარში შეგიძლიათ, შეიძინოთ სხვადასხვა ფერის დეკორატიული სააღდგომო კვერცხი და ფერადი საღებავები. სავაჭრო დახლებზე მრავლად შეხვდებით ჯეჯილს და სააღდგომო პასკას.

მოვაჭრეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ჯერჯერობით ხალხმრავლობა არ არის და ამ დღეებში ელოდებიან მოსახლეობის სიმრავლეს სააღდგომო ბაზარზე.

გთავაზობთ პროდუქტების ფასებს:

პასკის ფასი 10-დან 30 ლარამდე მერყეობს

კვერცხის ფასი მერყეობს 30-დან 60 თეთრამდე

ერთი შეკვრა კვერცხი - 10 ლარი

ენდროს ფასი მერყეობს 1-დან 3 ლარამდე

ქარხნის ყველი - 17 ლარი

ნედლი ლობიო - 10 ლარი

კალმახი - 1კგ 17 ლარი

მარწყვი 1კგ 6 ლარი

პომიდორი 1კგ 3-დან 6 ლარამდე

კიტრი 1კგ 5 ლარი

თევზი „სიბასი“ 1 კგ 30 ლარი

სოფლის ქათამი - 6 ლარი

ჯეჯილის ფასი მერყეობს 1 ლარიდან 3ლარამდე

ახალი კარტოფილი 5-6 ლარი

 

ბოლოკი 1კგ 1,5

ვაშლი 1კგ - 3ლ

 

ავტორები : სალომე ნოზაძე, გვანცა პეტრიაშვილი